x
image
ბესო დანელია
2013 წლის "ფოლკსვაგენ" GTI Performance
image

1976 წელს ანუ პირველ GTI-ზე მუშაობისას "ფოლკსვაგენში" ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 37 წლის შემდეგ მე-7 თაობის GTI-ს გამოუშვებდნენ. "სახალხო მარკის" ხელმძღვანელები მაშინ, უბრალოდ, ზონდერ მოდელის შექმნაზე ფიქრობდნენ, რომლის 5000 ეგზემპლარის წარმოება ჰქონდათ დაგეგმილი. სინამდვილეში მას მერე 1, 9 მილიონი GTI გაიყიდა.
მე-7 თაობის შემთხვევაში ჩვეულებრივ GTI-სთან ერთად, "ფოლკსვაგენმა" კიდევ უფრო მძლავრი ვერსია გამოუშვა, რომელსაც GTI Performance ეწოდება. უმთავრესი განსხვავება ისაა, რომ ჩვეულებრივ GTI-სგან განსხავებით, GTI Performance-ს 220 ნაცვლად 230 ცხენის ძალა აქვს და 1125 ევროთი ძვირი ღირს. ჯამში კი 28 350 ევროს ნაცვლად 29 475 ევრო მივიღეთ. სისწრაფის კუთხით განსხვავება 4კმ/სთ-ია, სპეც ვერსიის სიჩქარე 250 კმ/სთ-ია. აქვს უფრო დიდი მუხრუჭები და რაც ყველაზე საინტერესოა, აღჭურვილია დიფერენციალის ბლოკირებით, რამაც GTI მართლაც დაამშვენა. დამატებითი 990 ევროს გადახდის შემთხვევაში კლიენტი ადაპტირებად ამორტიზატორებსაც (DCC) მიიღებს.
ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ კიდევ უფრო გამძაფრებული მოდელი GTI-ს სულისკვეთებას მძლავრად გამოხატავს. დიფერნციალის ბლოკირებით ძლიერი "გოლფი" მოსახვევებს კიდევ უფრო გემრიელად "ყლაპავს". დაბალ ბრუნებზე ძრავა არც ისე აგრესიული ჩანს, თუმცაღა შესაბამის ხმას გამოსცემს, მაღალ ბრუნებზე კი ცეცხლის დანთება შეუძლია და 6000 ბრუნამდე ბეჯითად მოშაობს.
საერთო ჯამში, კარგად მოვლილ სპორტული ავტომობილი უნდა ვუწოდოთ. ვინ DCC კომფორტულ რეჟიმზე გადართავს, GTI ყველზე სასიამოვნო მხარესაც გაიცნობს. ამ დროს "გოლფი" გზის უსწორმასწორებებს ელეგანტურად უმკლავდება. აღსნიშნავია, რომ GTI Performance-ს თეთრი წარწერით და წითელი სუპორტებით იცნობთ.

ტექნიკური მონაცემები: 4-ცილინდრიანი, Turbo. მოცულობა: 1984 სმ/კუბი. სიმძლავრე: 230 ცხენის ძალა. წინა ამძრაობა 6-საფეხურიანი მექნიკა. წონა: 1382 კგ. ავზის მოცულობა: 50ლ. 0-დან-100კმ/სთ: 6, 4 წამში. მაქს. სიჩქარე 250 კმ/სთ. საწვავის საშუალო ხარჯი:6, 0ლ.

image


image

image



2
30
10-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
30
  
2013, 3 ოქტომბერი, 11:51
ამ კონცერნის ნებისმიერი მანქანა, საოცრად მუშა, ეკონომიური და საიმედოა. სტატია საინტერესოა.
0 1 2