სიახლეები ახლი BMW X 5 მართვა სიამოვნებაა. 2012, 1 ოქტომბერი, 19:48 BMW-ს ეს მოდელი საქართველოშიც უკვე ბესტსელერად იქცა.2007 წელს განახლებული X5 4.8 ლიტრი მოცულობის მქონე ძრავათი ხიბლავს ყველას, ვისაც უყვარს კომფორტი, სისწრაფე, სილამაზე.BMW-ს მთავარი სლოგანიც ასეთია - "მართვა სიამოვნებაა". X5 ორნაირი, 3.0 და 4.8 ლიტრი მოცულობის მქონე ძრავათი გამოდის.პირველი ბენზინსა და დიზელზე მუშაობს, მეორე კი მხოლოდ ბენზინზე.BMW-ს ფანებს პოპულარულმა ბრენდმა სწორედ ამ მოდელით შესთავაზა გაზრდილი უსაფრთხოება, მართვის უახლესი სისტემა და შესამჩნევად მეტი კომფორტი.ამ ავტომობილის საწვავის ავზის მოცულობა 85 ლიტრია.მაქსიმალური სიჩქარე - 240 კმ/სთ.100 კმ-ზე საშუალოდ 12, 5 ლიტრ საწვავს ხარჯავს.ქალაქში 17, 5 ლიტრამდე იზრდება, ხოლო ქალაქგარეთ პირიქით - 9, 6 ლიტრამდე მცირდება.X5-ს ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს.თვლის დისკო მსუბუქი ალუმინისაა.საბურავები დამცავი მექანიზმით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაშვების შემთხვევაშიც კი არ გიღალატებთ და ადგილზე არ დაგტოვებთ.აქტიური საჭე ამ ავტომობილის ცალკე სავიზიტო ბარათია-ზედმეტი მოძრაობების თავიდან ასაცილებლად მასზე ყველაფერია დამონტაჟებული.ასევე აქვს საჭის გამათბობელი, პნევმატური ბალიშები, სათადარიგო საბურავი, სიგნალიზაცია, სპორტული პაკეტი...X5-ს"პარკინგკონტროლის"გარდა დამატებით აქვს უკანა ხედვის კამერაც.ასევეკონდიცირების რეჟიმი, პანორამული ლიუკი, რომელიც მთლიანად იხსნება.კონდიციონერი ავტომატურია და კლიმატკონტროლიც.განათების სრული პაკეტი, წვიმის სენსორები, ავტომატური ფარები რეცხვის სისტემით.მას აქვს ტელევიზორი, DVD-უკან მსხდომი მგზავრებისთვის. მოზრდილი საბარგული შეიძლება დამატებითი, მესამე რიგის სავარძლებით შეიცვალოს.ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია ოჯახური ვოიაჟების დროს.X5-ს სწორედ ეს უნიკალური თვისება აქვს-იყოს მოსახერხებელი ყველასათვის და მომენტალურად გარდაისახოს სპორტულიდან საოჯახო ავტომობილად.მისი ზომების მიუხედავად(სიგანეში 1933 მმ-ია, ხოლო სიგრძეში - 4854 მმ), მას ერთნაირად ადვილად მართავს ქალიც და მამაკაციც. ფასი:83 000 ევრო. 723 19-ს მოსწონს
|