სიახლეები "TATA NANO" ჰიმალაიზე 2012, 14 ოქტომბერი, 0:55 რამდენად შესაძლებელია, რომ მცირელიტრაჟიანმა ავტომობილმა ისეთ ადგლებში იხეტიალოს, სადაც მხოლდ ყველგანმავლების, მინიმუმ ქროსოვერებისთვის განკუთვნილი გზაა?შეუძლებელი არაფერიაო, თქვა "Auto Bild ინდოეთის" მთავარმა რედაქტორმა იოგენდრა პრატაპმა და ინდური მცირე ლიტრაჟიანით გრანდიუზული მოგზაურობა წამოიწყო.გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მან პატარა Tata Nano-თი მოიარა ინდოეთი, პაკისტანი, ჩინეთი, ნეპალი და შინ მშვიდობით დაბრუნდა.ამ პატარა ავტომობილით იოგენდრამ ჰიმალაიც კი დაიპყრო - ზღვის დონიდან 5 602 მეტრზე ავიდა. 4 000-მეტრიან სიმარლეზე და ზემოთ, მანქანა ძლივს დადიოდა - 3 000 ბრუნზე მეტი უკვე შეუძლებელი იყო და პრატაპი ამბობს, გრძნობის მიხედვით თუ ვიმსჯელებ, მხოლოდ 10 ცხენის ძალა იყო მოქმედებაშიო.თან ის მარტო არ იყო - კიდევ 3 კაცი ახლდა. 60 18-ს მოსწონს
|