სხვა ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა ჩიკაგოში 2013, 30 სექტემბერი, 20:30
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ერთ-ერთ მატარებელს ჩამოშორებული აქვს რამოდენიმე ვაგონი, რომელიც ინციდენტის ადგილიდან გაუჩინარებულია. არის ვერსია ამ მატარებლის გატაცების შესახებ. ამ ვერსიას პოლიცია იმიტომ ახმოვანებს, რომ მატარებლები ერთ ხაზზე ვერანაირად ვერ აღმოჩნდებოდნენ მათი მოძრაობის გრაფიკის გათვალისწინებით. გარდა ამისა, შემადგენლობას, რომელსაც გატაცებულად თვლიან, ავარიის მომენტში არავინ არ მართავდა. პოლიცია ავარიის ადგილს დანაშაულის ადგილად მიიჩნევს და ამ რაიონში რკინიგზაზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია. მიმდინარეობს გამოძიება. 38 11-ს მოსწონს
|