x
image
მანჩო 777
გიგანტური რეზინის იხვი ამერიკის შეერთებულ შტატებში "მიცურდა"
image
უზარმაზარი რეზინის ყვითელი იხვი, რომელიც სიმაღლით 16, 5 მეტრია და ძალიან წააგავს ბავშვების სათამაშოს, პირველად გამოჩნდა პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგთან, -გადმოსცემს ტელეკომპანია ABC.

გიგანტური ყვითელი გასაბერი იხვი-ეს არის არტ-ინსტალაცია, რომელიც შექმნა ჰოლანდიელმა სკულპტორმა ფლორენტინ ჰოფმანმა.

ამ ზაფხულზე ის მთელი თვის განმავლობაში დაცურავდა ვიქტორიის უბეში ჰონკონგში. 2007 წლიდან მოყოლებული გასაბერმა უზარმაზარმა იხვმა მოიარა თითქმის ყველა კონტინენტი: მისი ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ სიდნეის, სან-პაულოს, ამსტერდამისა და ოსაკის მცხოვრებლებს.

ჰოფმანის თქმით, მის შექმნილი იხვი არ ცნობს საზღვრებს, არავის ხელს არ უშლის, არანაირ დისკრიმინაციას არ ეწევა და არა აქვს პოლიტიკური დატვირთვა. მცურავი ექსპონატი პიტრსბურგში დაჰყოფს ოქტომბრის ბოლომდე.


image

3
43
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
43
  
2013, 29 სექტემბერი, 13:10
არა ვარ წინააღმდეგი:)
2013, 28 სექტემბერი, 22:17
მტკვარშიც რომ შემოცურდეს არა? გამოაცოცხლებს ქალაქს.:)
2013, 28 სექტემბერი, 22:08
რა კაი რამეა
0 1 3