x
image
natia.a
კოკა-კოლას საიდუმლო რეცეპტი აღმოჩენილია

imageჯორჯიის შტატის მკვიდრმა, კლიფ კლუჯიმ e-bay-ს აუქციონზე გამოიტანა ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით წარმოადგენს კოკა-კოლას საიდუმლო რეცეპტს. ლოტის სასტარტო ფასი შედაგენს 5 მილიონ დოლარს, აუქციონის გარეშე კი მისი შეძენა შეიძლება სულ რაღაც (!) 15 მილიონ დოლარად.


image
აღნიშნული საბუთი, რომელიც დათარიღებულია 1943 წლით, ანტიკვარიატით მოვაჭრე კლუჯიმ აღმოაჩინა ჯორჯიის შტატში მცხოვრები ცნობილი ქიმიკოსის პირად მიმოწერაში, რომელიც მან აუქციონზე შეიძინა. კლუჯის თქმით, ჩანაწერზე არის რამდენიმე მინიშნება იმის თაობაზე, რომ საქმე ეხება ნამდვილად კოკა-კოლას რეცეპტს. სავარაუდოდ, სასმელის მწარმოებელმა კომპანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს რეცეპტი გაუგზავნა ცნობილ ქიმიკოსისს, რადგან ზოგიერთი ინგრედიენტის მოპოვებასთან დაკავშირებით სირთულეები შეექმნა, - ვარაუდობს კლიფ კლუჯი.




კოკა-კოლას წამომადგენელი არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჯორჯიის მკვიდრის მიერ ორიგინალი რეცეპტია აღმოჩენილი. მისი სიტყვებით, ჩანაწერი შეიცავს კოკა-კოლას მსგავს რეცეპტს, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი კოკა-კოლა.


image1886 წელს, ამერიკელი ფარმაცევტის, ჯონ პემბერტონის მიერ შექმნილი სასმელის ფორმულა ინახება ატლანტაში, კოკა-კოლას მუზეუმში. 2011 წელს რადიოშოუს, This American Life, ეთერში თითქოსდა გაცხადებულ იქნა კოკა-კოლას რეცეპტი, რომელშიც გაშიფრული იყო საიდუმლო ინგრედიენტი Merchandise X7. თუმცა კომპანიაში არც ამ რეცეპტის ნამდვილობა დაუდასტურებიათ.

4
459
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
459
  
2013, 26 სექტემბერი, 21:53
აბსოლუტურად გეთანხმები :)
2013, 26 სექტემბერი, 18:30
თუ ფარმაცევტს შეუქმნია მისი ფორმულა ნამდვილად არ ვიცოდი აქამდე, ასე ოსტატურად დაუწამლავს ამ ხნის მანძილზე ხალხის საკმაო დიდი ნაკადი და ვერ ხვდებიან. სტატია კარგია, მაგრამ კოკა-კოლას ვერ ვიტან.
2013, 26 სექტემბერი, 11:13
საინტერესო იყო...მოწონება
2013, 25 სექტემბერი, 23:39
ვინ დაეთანხმებოდა,რათქმაუნდა უარყოფენ
0 1 4