x
image
მანჩო 777
ფრანგი ტოპ-მოდელი მოკლული იქნა კენიის სავაჭრო ცენტრის შტურმის დროს
ფრანგი ტოპ-მოდელი და მსახიობი ანა დეშაფური მოკლული იქნა ისლამისტი ტერორისტების მიერ კენიის დედაქალაქ ნაირობიში სავაჭრო ცენტრის Westgate-ის აღების დროს-წერს Daily Mail-ი.

27 წლის ფრანგი და მისი 54 წლის დედა ტერორისტებმა დახვრიტეს მანქანაში, რომელიც მათ პარკირებული ჰყავდათ სავაჭრო ცენტრის გვერდით. ბოროტი ბედის ირონიაა, რომ სულ ახლახან ანა გადაიღეს ფილმში, სადაც ხდება ტერორისტების მიერ მძევლების აყვანა.

ლონდონში მომუშავე ტოპ-მოდელი კენიაში ჩასული იყო დედის სანახავად, რომელიც იქ საცხოვრებლად გადავიდა რამოდენიმე წლის წინ და ეწეოდა ფერწერას.

ფრანგების მხეცურად დახვრეტამ დიდი უსიამოვნება და მღელვარება გამოიწვია მათ სამშობლოში. პარიზის ანტიტერორისტულმა ბიურომ დაიწყო ამ საშინელი დანაშაულის გამოძიება.


მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამ ტერორისტული აქტის დროს მოკლული იქნენ ინდური წარმოშობის პოპულარული კენიელი რადიოწამყვანი რუხილა სუდი, , კენიის პრეზიდენტის ძმისშვილი უხურუ კენიატი და და ცნობილი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე კოფი ავუნორი.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს ისლამურმა დაჯგუფებამ ASH-SHABAB განახორციელა ტერორისტული თავდასხმა ნაირობის ცნობილ სავაჭრო ცენტრზე. სულ დაიღუპა 61 ადამიანი, მათ შორის არიან ბრიტანელები, ფრანგები, ჩინელები.

image

imageimageimageimage





3
66
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
66
  
2013, 25 სექტემბერი, 22:57
სიახლე ალბათ
2013, 25 სექტემბერი, 22:55
:( რა უნდოდა დედამისსაც , იქ რომ გადასახლდა? უცნაურები არიან ხელოვანები.
2013, 25 სექტემბერი, 22:49
საბრალო
0 1 3