დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხელმძღვანელობამ მეზღვაურებს აუკრძალა 200 წლიანი ტრადიციული სადღეგრძელოს - „გაუმარჯოს ჩვენს ცოლებს და საყვარლებს“- წარმოთქმა, იუწყება Associated Press-ი ბრიტანეთის საზღვაო ძალების პრეს-სამსახურის
ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით.
![რატომ აუკრძალეს მეზღვაურებს ცოლების
სადღეგრძელოს შესმა image](http://server3.intermedia.ge/article_images/small/201309/2013092322382546204.jpg)
ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებას ხსნის „საზღვაო ძალებში კულტურული ცვლილებით“, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე ბრიტანეთის ფლოტში მკვეთრად გაიზარდა ოფიცერი ქალების რიცხვი.
2013 წლის 23 ივნისიდან ძველ სადღეგრძელოს („გაუმარჯოს ჩვენს ცოლებსა და საყვარლებს“, რასაც ყოველთვის მოსდევდა ფრაზა „დაე ისინი არასოდეს შეხვდნენ ერთმანეთს!“) ჩაანაცვლებს ახალი - „გაუმარჯოს ჩვენს ოჯახებს“.
ფლოტში გენდერული თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, კიდევ ერთი სადღეგრძელო აიკრძალა: „გაუმარჯოს ჩვენს კაცებს (იგულისხმება მეზღვაურები)“ შეცვალა ფრაზამ „გაუმარჯოს ჩვენს მეზღვაურებს“.
რამდენიმესაუკუნოვანი ტრადიციის მიხედვით, ბრიტანულ ფლოტში ყოველდღიურად შვიდიდან ერთ-ერთი სადღეგრძელო ისმება - კვირის ყოველ დღეს ერთი. მათი ფორმულირება და წარმოთქმის გრაფიკი მკაცრად არის განსაზღვრული საზღვაო ძალების მიერ. ამგვარად, ოჯახის სადღეგრძელო შეისმება შაბათობით, ხოლო მეზღვაურების - პარასკეობით.