x
image
ვიზა კოხაძე
"EM " - ის დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოდგენილი საუკეთესო კაბები
imageკვირა საღამოს ემის დაჯილდოების ცერემონიაზე, წითელ ხალიჩაზე მრავალფეროვანმა, დეკორატიულმა, ფერადმა თუ პასტელის ფერებში გადაწყვეტილმა კაბებმა გაიელვა.ლოს - ანჯელესის ნოკიას თეატრში ყველაზე გლამურულ სამოსში იყვნენ გამოწყობილები ჯანუარ ჯონსი, ზუი დეშანელი, კერი ვაშინგტონი და კლერ დეინსი.

MAD MAN - ის მსახიობი ჯანუარი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ჟივანშის ფერმკრთალ ვარდისფერ კაბაში, რომელიც სპეციალურად მისთვის იყო დამზადებული და მას ასევე ამშვენებდა ვინტაჟის სტილის კულულები.imageimage

ზუი დეშანელი თავს იწონებდა ყინულისფერი ცისფერი MENDEL - ის შემოქმედებით, რომელიც მაღალ ფეხებს უსვამდა ხაზს.

კლერ დეინსი შესანიშნავად გამოიყურებოდა არმანის კრემისფერ კაბაში,


neil Lane - ის სამკაულებში და Christian Louboutin - ის
image
ფეხსაცმელებში.image

ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში მყოფი კერი ვაშინგტონი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ჩაცმულ ქალად ჟურნალ People- ს მიერ იქნა დასახელებული, გლამურულად გამოიყურებოდა უჩვეულო კრემისფერ, ოქროსფერ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი კაბით.

image
imageimageჯულიან პოუ არაჩვეულებრივი იყო წინწკლებიან მენთოლისფერ მწვანე გამჭვირვალე კაბაში. იგი ბედნიერი პოზირებდა თავის ძმა დერეკთან ერთად კამერების წინ. ცნობისათვის, დერეკი გახლავთ ცნობილი შოუს " ცეკვავენ ვარსკვლავების" ამერიკული ვერსიის მონაწილე.image

კლასიკურად და კოხტად მოირგო შავი ყვავილების პრინტით გაფორმებული თეთრი კაბა ჟულიანა მარგუილესმა.image

საინტერესო იყო ელიზაბედ მოსის აბსოლუტურად განსხვავებული სტილი, რომელიც უყურადღებოდ არ დარჩენიათ და მან საინტერესო განცხადებაც კი გააკეთა: - " პირველად მე გადავწყვიტე თმის მოკლედ შეჭრა და შევიჭერი კიდეც, ასევე მოიქცა შემდეგ მაილი საირუსი, რა თქმა უნდა, ის ჩემზე პოპულარულია დღეს, ამიტომ როცა საზოგადოებამ დამინახა - მაილის მიმამსგავსა, არა და მე არ გადამიღია მაილის სტილი".imageimage

კრისტინა ჰენდრიქსმა ემის დაჯილდოებისთვის აირჩია ქრისტინ სინაროს შავი კაბა. მას თავისი ოქროსფერი კულულები ძველ, ჰოლივუდურ სტილში ჰქონდა გაკეთებული. კრიტიკოსებმა ის "მშვენიერ და რომანტიკულად" აღწერეს.image

image

image
imageimage
საოცრად მომხიბლავი და მიმზიდველი იყო ჰაიდი კლუმი, რომელიც მუქი ფერის შინდისფერი კაბით წარსდგა დაჯილდოების ცერემონიაზე.imageimage






























image
imageimage
























image

image

image























image








1
103
11-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
103
  
2013, 23 სექტემბერი, 20:49
ძალიან კარგია.:))
0 1 1