x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135712
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
პროდუქტები, რომელიც ახალგაზრდობას და სილამაზეს შეგინარჩუნებთ
ქალის სილამაზის მთავარი წყარო ე.წ ახალგაზრდობის ჰორმონი გახლავთ ესტროგენი, რომელიც ხელს უწყობს კანის სიმკვრივის შენარჩუნებას. ასაკის მატებასთან ერთად ესტროგენის გამომუშავება კლებულობს. ამიტომ კვების რაციონში ქალბატონებმა უნდა ჩართონ ესტროგენის შემცველი პროდუქტები, რომელიც ახანგრძლივებს ახალგაზრდობას და გადადებს სიბერის მოახლოებას.

ავოკადო

დიდი ხანია ცნობილია ამ ტროპიკული ხილის სამკურნალო თვისებები. მასში შემავალი ზეთი შემადგენლობით ზეითუნისას

გავს, მაგრამ უფრო სქელია. ის იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან და პასუხისმგებელია კანის შიგნიდან დატენიანებაზე, ავოკადოს მომხმარებლებს ქოლესტერინის სიჭარბე არ ემუქრებათ, ავოკადოს ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები.


image


მწვანე ბოსტნეულის და ხილის წვენი

ახლადგამოწურული წვენი შეგმატებთ სიმხნევეს დღის განმავლობაში, ასევე უზრუნველყოფს ორგანიზმს ანტიოქსიდანტების დღიური ნორმით, რომლებიც ახალგაზრდობის და ენერგიის მთავარი წყაროა. მწვანე ბოსტნეულს და ხილს უწოდებენ "ბუნებრივ ჰორმონებს",

ისინი მნიშვნელოვნად ანელებენ დაბერების პროცესს. ყოველი სეზონი თავის ინგრედიენტებს გვკარნახობს" ზაფხულში კიტრი, კამა, პიტნა და კივი, ზამთარში-ისპანახი ბაბუაწვერით, ვაშლი და მწვანე ლიმონი-ლაიმი.

image


ორაგული

შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3 მჟავებს, რომელიც მრავლად არის ნაოჭების საწინააღმდეგო შრატებსა და საცხებში. ფასდაუდებელი ცხიმი ხელს უწყობს კანის ლიფტინგს, უნარჩუნებს მას ელასტიურობას და ტონუსს. ამასთან პასუხისმგებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობაზე.

image


ზეითუნის ზეთი

მშრალი კანი უფრო ადვილად ბერდება, ყველაზე ეფექტური ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც კანს ატენიანებს გახლავთ ზეითუნის ზეთი. პირდაპირი გამოხდით მიღებული ზეთი შეიცავს სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს, რომელიც აღადგენს კანის უჯრედებს. თავად სოფი ლორენი აღიარებს მას თავისი სილამაზის მთავარ წყაროდ.

image


მწვანე ჩაი

ლიდერია ანტიოქსიდანტების შემცველობით. კანის სინორჩის შენარჩუნებისთვის ყოველდღიური ნორმა 3-4 ფინჯანი ჩაი გახლავთ. ამასთან დაყენებული ჩაის გაციებული პაკეტები საუკეთესო საშუალებაა თვალის ჩამოსიებული უპეების დასაწყნარებლად.

image


კივი

ყველაზე ეფექტური ხილია კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის. იგი შეიცავს Е და С ვიტამინის დამრტყმელ დოზას, რომელიც კანს იცავს ტოქსინების და ულტრაისფერი გამოსხივებისგან. ამასთან კივი ნაკლებად კალორიულია, ამიტომ წონის მატების პრობლემა არ შეგექმნებათ.

image

0
446
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0