შოუბიზნესი ერთ - ერთმა მნიშვნელოვანმა ჟურნალმა 5 ყველაზე მდიდარი წყვილი გამოავლინა 2013, 22 სექტემბერი, 16:19 ჟურნალმა "Forbes" - მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი და სახელოვანი წყვილები გამოავლინა.თუმცა ჟურნალმა არ გაითვალისწინა თითოეული მათგანის საგადასახადო ღირებულებები, არც ხელფასი და არც სააგენტო ხარჯები. პირველ ადგილზე დაქორწინებული წყვილი მომღერალი ბიონსე და რეპერი ჯეი ზი გავიდნენ, სადაც ოჯახის დიდი შემოსავალი ქალმა განსაზღვრა. მათმა წლიურმა შემოსავალმა 95 მილიონს მიაღწია. მეორე ადგილზე მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი და ფეხბურთელი ტომ ბრედი, რომელთა წლიურმა შემოსავალმა 80 მილიონს მიაღწია.ცნობისათვის, ჟიზელ ბიუნდჰენი მსოფლიოს სამოდელო სამყაროში ყველაზე მდიდარ მოდელადაა აღიარებული, რომელიც ბოლო 2 წელია ამ სტატუსით ლიდერობს. მესამე ადგილი წილად ხვდა ჰოლივუდის მაღალანაზღაურებად მსახიობს ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტს, რომელიც 2012 წლის მოგროვებული ჰონორარით ამ სიაში ვერ მოხვდა და მათმა შემოსავალმა 2013 წლის მიხედვით 50 მილიონს გადააჭარბა. მეოთხე ადგილზე ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავები მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი მოხვდნენ, რომელთა წლიურმა შემოსავალმა 35 მილიონს მიაღწია. მოგეხსენებათ, მსახიობები წლების მანძილზე აშენებდნენ წარმატებულ კარიერას, გარდა ამისა ეშტონ კატჩერი ცნობილია ასევე როგორც წარმატებული ინტერნეტ - ინვესტორი. მეხუთე ადგილზე კი რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და მისი ამჟამინდელი მეუღლე ქანიე ვესთი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ძალიან წარმატებული ალბომი გამოსცა.წყვილის 2013 წლის შემოსავალმა 30 მილიონს მიაღწია. 292 10-ს მოსწონს 1-ს არა
|