x
image
ხიზანიშვილი
რატი დურგლიშვილი ოჯახის შესაქმნელად მზადაა

image- რატი დურგლიშვილი, რამდენიმე თვეა აღარ ჩანს, როგორც ინტერვიუში ამბობს, დუეტი იყო საზღვარგარეთ, იტალიაში, ასევე "იურმალაზე".

- მას და მაკას ამჟამად საბავშვო სტუდია აქვთ, მათი დაინტერესება ის არის, რომ პატარა, ნიჭიერი
თაობა აღმოაჩინონ. ძალიან ბევრს საუბრობდნენ, რომ "დუეტი ჯორჯია" დაიშალა, ამბობდნენ რომ რატი და მაკა ძალიან ბევრს ჩხუბობდნენ. რატიმ დუეტის დაშლა არ დაადასტურა. რაც შეეხება ჩხუბს, ის ამბობს, რომ მათი კამათის მიზეზი, ძირითადად სიმღერის ფრაზები იყო და ეს კამათი „ხოცვა-ჟლეტვაში“ გადადიოდა, თუმცა ახლა გაიზარდნენ და ჩხუბი კარგა ხანია საერთოდ აღარ მოსვლიათ. ისინი ბავშვობის მეგობრები არიან და რა თქმა უნდა ჩხუბის სხვა მიზეზი არაფერი ყოფილა. დუეტის დაშლის შესახებ აგორებული ჭორიც, სწორედ მათი კამათიდან გამომდინარე გაჩნდა.

- რატი უკვე 31 წლისაა და ამბობს, რომ გაიზარდა. ძველებური
თამამი მოძრაობები და ქცევები, რასაც კლუბებში აკეთებდა, უკვე აღარ უხდება და ცოტა მობეზრდა კიდევაც. პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვაზე, მან უპასუხა, რომ შეყვარებული
არ არის და ყველა შეამჩნევს როდესაც მის პირად ცხოვრებაში რაღაც სიახლე იქნება, რადგან, როცა შეყვარებულია, ეს თვალებში ეტყობა. "თუმცა, უკვე დროა ოჯახის შექმნაზე ვიფიქროვო" - ამბობს მომღერალი. მიიჩნევს, რომ ოჯახის შექმნა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ის არ არის ისეთი პიროვნება, რომ დაუგეგმავად რაიმე ნაბიჯი გადადგას. იცის, რომ ძალიან ბევრ ფაქტს უნდა შეეგუოს საყვარელი ადამიანის გამო და როგორც ამბობს ამისთვის, სრულებით არა, მაგრამ 80 პროცენტით მზადაა.

0
75
5-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0