x
image
hamunaptra1990
ახალდაბადებული სპლიყვი ხუთი საათის განმავლობაში ტიროდა
image

ცუდი დედები მარტო ადამინებს შორის არ გვხდება...

ჩინეთის ერთ-ერთ ზოოპარკში, 30 აგვისტოს, თანამშრომლები საშინელი სანახაობის მომსწრენი გახდნენ-დედა სპილო ცდილობდა ფეხით გაეთელა თავისი ახალდაბადებული პირმშო დაბადებისთანავე.

თავიდან ვეტერინარებს, რომლებიც მშობიარობას ესწრებოდნენ, ეგონათ რომ ეს შემთხვევით მოუხდა დედა სპილოს. პატარა სპლიყვს დაუმუშავეს ჭრილობები და ორი საათის შემდეგ ისევ დააბრუნეს დედასთან, მაგრამ იგი ისევ ცდილობდა შვილის გაჭყლეტვას.

ამის გამო შვილი დედას მოაცილეს, ახლა უკვე დიდი ხნით. უდედოდ დარჩენილი პატარა სპილო ბავშვივით ტიროდა ხუთი საათის განმავლობაში.


ახლა იგი უკვე თავს კარგად გრძნობს და დედად ზოოპარკის ერთ-ერთ თანამშრომელს მიიჩნევს, რომელსაც ძალიან მიეჩვია.

imageimageimage

3
133
6-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
133
  
2013, 20 სექტემბერი, 16:49
ვაიმე გული დამეწვა:(
2013, 19 სექტემბერი, 15:20
ულვაშა
2013, 19 სექტემბერი, 15:09
ვაიმეე როგორ შემეცოდა :( პატალა
0 1 3