საზოგადოება ვახტანგ კიკაბიძემ რუსეთს "ზურგი შეაქცია?" 2013, 18 სექტემბერი, 21:42
ორგანიზატორების მიერ გაგზავნილ წერილში წერია"თქვენ ნდობა და სიყვარული დაიმსახურეთ მრავალი ადამიანის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების.თქვენი პრინციპულობითა და სამართლიანობით მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემას იმსახურებთ და თქვენი გადაწყვეტილება იმედია იქნება სამართლიანი", კონცერტზე მოწვეულია რუსეთის ვარსკვლავები. კიკაბიძეს ეს სრულიად არ აღელვებს მან რუსეთში სიმღერაზე უარი 2008 წელს საქართველო- სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დროს განაცხადა."მე გამუდმებით მეპატიჟებიან და ვიცი, რომ რუსეთში მე დიდი სიყვარულით ვსარგებლობ მოსახლეობაში, მაგრამ საქმე არა რუს ხალხზეა საქმე პოლიტიკაშია.მართალია ღვინო დაბრუნდა, მაგრამ საზღვარი უფრო და უფრო იწევს თბილისისკენ.გუშინ ჩემმა ახლობელმა დამირეკა რომელიც ოსეთის საზღვართან ცხოვრობს, მას არ შეუძლია მივიდეს დედის საფლავზე, რომელიც "მავთულხლართების"იქითაა. მე არ მინდა დავსვა კითხვები იმიტომ რომ პასუხს ამ კითხვებზე თქვენ ვერ გამცემთ.მხოლოდ იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება" -განაცხადა მომღერალმა. 28 4-ს მოსწონს
|