x
image
თამუნა გეწაძე
რა დაუჯდა 20 წლის ქალიშვილის დაბადების დღე რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს?
image


რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, დენის მანტუროვმა ქალიშვილს 20 წლის იუბილე "გრანდიოზულად" აღუნიშნა. დაბადების დღის სურათები მისმა ქალიშვილმა ინტერნეტში საკუთარ გვერდზე ატვირთა. როგორც ჩანს დასამალი რუს ჩინოვნიკებს არაფერი არა აქვთ, ყველაფერი საზოგადოებისთვის მისაწდომია წერს რუსული პრესა.დენის მანტუროვი ვლადიმერ პუტინმა დანიშნა ამ პოსტზე.მანამდე ის ულან-უდეში საავიაციო ქარხანაში მუშაობდა.ის ერთ-ერთი პუტინის "ფავორიტი" მინისტრია.

დენის მანტუროვმა ქალიშვილის დაბადების დღეზე "ძვირადღირებული" რუსეთის ესტრადის ვარსკვლავები მოიწვია და როგორც ჩანს ფულიც არ დაზოგა.

საღამოზე მღეროდა ფილიპპ კირკოროვი, რომლის მოწვევაც 90 ათასი ევრო ღირს.


იუბილარსა და მის მეგობრებს ართობდა ნიკალაი ბასკოვი(50 ათასი ევრო)

image

აქვე იყო რეპერი ტიმატი(20 ათასი ევრო)


image

საღამო მიყავდა ანდრეი მალახოვს.(20 ათასი ევრო)


image

დიმიტრი მალიკოვი.(10 ათასი ევრო)

image

ალსუ 15 ათასი ევრო, გრიგორი ლეპს და ვალერი მელაძე როგორც დუეტი(55 და 40 ათასი ევრო)


imageimage

ირინა დუბცოვა6 ათასი ევრო.მხატვარმა ნიკას საფრონოვმა იუბილარის პორტრეტი დახატა.(ფასი შეთანხმებით)


imageimage

რა დაუჯდა მინისტრს ქალიშვილის დაბადების დღე ზუსტად უცნობია მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი ერთად არაჩვეულებრივი დარბაზი, მაგიდა, სასმელები და ა.შ. ნახევარი მილიონი დოლარი მაინც დაჯდებოდა.იუწყება რუსული მედია.თვითონ მინისტრის ქალიშვილი სტუდენტია და სოციოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს.ის ინსტიტუტში როლს-როისით დაჰყავს საკუთარ მძღოლს.ცნობილია რომ ის რუსეთში ცხოვრებას არ აპირებს. მე აქ უკვე მომწყინდა" აცხადებს მინისტრის ქალიშვილი.

1
1116
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
1116
  
2013, 25 სექტემბერი, 12:49
ეჰ ...
0 1 1