საზოგადოება რა დაუჯდა 20 წლის ქალიშვილის დაბადების დღე რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს? 2013, 18 სექტემბერი, 17:18 ![]() რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, დენის მანტუროვმა ქალიშვილს 20 წლის იუბილე "გრანდიოზულად" აღუნიშნა. დაბადების დღის სურათები მისმა ქალიშვილმა ინტერნეტში საკუთარ გვერდზე ატვირთა. როგორც ჩანს დასამალი რუს ჩინოვნიკებს არაფერი არა აქვთ, ყველაფერი საზოგადოებისთვის მისაწდომია წერს რუსული პრესა.დენის მანტუროვი ვლადიმერ პუტინმა დანიშნა ამ პოსტზე.მანამდე ის ულან-უდეში საავიაციო ქარხანაში მუშაობდა.ის ერთ-ერთი პუტინის "ფავორიტი" მინისტრია. დენის მანტუროვმა ქალიშვილის დაბადების დღეზე "ძვირადღირებული" რუსეთის ესტრადის ვარსკვლავები მოიწვია და როგორც ჩანს ფულიც არ დაზოგა. საღამოზე მღეროდა ფილიპპ კირკოროვი, რომლის მოწვევაც 90 ათასი ევრო ღირს. იუბილარსა და მის მეგობრებს ართობდა ნიკალაი ბასკოვი(50 ათასი ევრო) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ირინა დუბცოვა6 ათასი ევრო.მხატვარმა ნიკას საფრონოვმა იუბილარის პორტრეტი დახატა.(ფასი შეთანხმებით) ![]() ![]() რა დაუჯდა მინისტრს ქალიშვილის დაბადების დღე ზუსტად უცნობია მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი ერთად არაჩვეულებრივი დარბაზი, მაგიდა, სასმელები და ა.შ. ნახევარი მილიონი დოლარი მაინც დაჯდებოდა.იუწყება რუსული მედია.თვითონ მინისტრის ქალიშვილი სტუდენტია და სოციოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს.ის ინსტიტუტში როლს-როისით დაჰყავს საკუთარ მძღოლს.ცნობილია რომ ის რუსეთში ცხოვრებას არ აპირებს. მე აქ უკვე მომწყინდა" აცხადებს მინისტრის ქალიშვილი. 1116 8-ს მოსწონს 1-ს არა
|