საქართველო რას წერს "რია-ნოვოსტი" საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვართან მომხდარი ინციდენტის შესახებ. 2013, 17 სექტემბერი, 23:42 სამხრეთ ოსეთის რეგიონში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წამომადგენლებს სამხრეთ ოსეთის "მთავრობამ" აცნობა საზღვართან მომხდერი ინციდენტის შესახებ. როგორც "რია-ნოვოსტი"იუწყება, ოსეთის კგბ-ს თანამშრომლებს თქმით, ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა დაემუქრა მუშებს, რომლებიც საზღვართან საამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ. როგორც "რია-ნოვოსტი" იუწყება ქართველები საზღვართან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მანქანით მივიდნენ. ოსური მხარის კგბს თანამშრომლებმა, მოახერხეს ქართველების გაყვანა კონფლიქტის ადგილიდან, მაგრამ ისინი საზღვრისდამცველებს ემუქრებოდნენ. ოსური მხარე ქართველებს პროვოკაციაში ადანაშაულებს.რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა, ამის გამო ქართველებმა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს მოსკოვთან.ოსურმა მხარემ სასწრაფოდ მოახდინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაფრთხილება მომხდართან დაკავშირებით. 77 4-ს მოსწონს
|