ესე ნაადრევი ქორწინება. 2013, 17 სექტემბერი, 15:51 ნაადრევი ქორწინება ჩვენს ქვეყანაში აქტუალური პრობლემაა. პრობლემა უფროსწორად ყველასთვის არა, ერთეულებისთვის. ნაადრევი ქორწინება, ბევრს ძალიან კარგ, მისაბაძსა და დადებით ქმედებად მიაჩნია. სინამდვილეში ეს ასე არაა, დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მრავლად გვხვდება ბავშვები, ბავშვებით ხელში, ამას ხშირად დადებითად ვხდვდებით, მაგრამ ფვიქრობ, სხვაგვარი რეაქცია უფრო გამართლებული იქნებოდა. ამ რეაქციაში ვგულისხმობ ამ ფაქტებზე სწავლას. თექვსმეტი, ჩვიდმეტი წლის ასაკში ბავშვის გაჩენა, საკმაოდ დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, რომელიც მარტივად შეიძლება აისახოს წყვილის შვილის ჯანმრთელობაზე. მაგრამ მიჩნდება კითხვა, რატომ?-ალბათ, იმიტომ, რომ გოგონებში, სექსის ინტერესი დიდია, ბიჭებშიც, მაგრამ მათ ამ ინტერესის "მოკვლა" შეუძლიათ, დაუწერელი წესების და გამო, გოგონებს არა. შესაბამისად გოგონებსა და ბიჭებში მყარდება ურთიერთობები მცირე დროში, ასევე მცირე დროში იქმნება ოჯახები და ასევე მცირე დროშივე ინგრევა სათუთად, პატიოსნების "მასალით" ნაგები სასიყვარულე ბუდე. ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები დომინანტებად არიან აღიარებულნი, მაინც უჭირთ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება და წარმოიდგინეთ, რა რთულია გოგოსთვის, რომელიც ადრეულ ასაკში დაოჯახდა ფინანსური დამოუკიდებლბის მოპოვება, მას ხომ არ აქვს არც სწავლის გაგრძელების საშუალება, არც რაიმე პროფესოული ცოდნის მიღების შანსი, მას ყავს შვილი, რომელიც უყვარს, რომლის გამოც ვერ თმობს ბევრ რამეს, ძნელია იყო ოჯახის შემქმნელი, მითუმეტეს ამ ასაკში, რთულია, როდესაც კარგავ თავისუფლებას და შენი დაუფიქრებლობის გამო მიღებული გადაწყვეტილებით, წერტილს უსვამ შენს ცხოვრებას, შენს მიზნებს და ასე შემდეგ. შეიძლება იფიქროთ, რომ ყველაფრის ტრაგმატიზებას ვცდილობ, მაგრამ ასე არაა, პირიქით, რეალობას ავსახავ, მდგომარეობას, რომელსაც გამოსავალი აქვს. ეს გამოსავალი, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სექსის თავისუფლებაა, დიახ! დიახ! სექსის თავისუფლება, მაგრამ ჩნდება ერთი კითხვა, რა არის სექსის თავისუფლება?-ეს ხომ ჩვენი საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცხო ხილია. განმარტებას არ დავიწყებ არაფრისას, უბრალოდ პასუხები ჩვენში ვეძიოთ. ახლა მინდა, სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვან თემას შევეხო, ერის გამრავლება, ე.წ "მოსწრებულ შვილებს", რა არის ეს?!-ვფიქრობ, ეს არის უსუსური არგუმენტი, თავის გამართლების უშედეგო მცდელობა, რომელიც იმ კითხვის დასმისას ჩნდება, რომელსაც დღეს საბედნიეროდ, ხშირად სვამენ, რატომ შექმენით ასე ადრე ოჯახი? ყოველთვის შვილებით ვერ "გამოვძვრებით", ეგაა პრობლემა, ეგაა საცოდაობა, დრამა, ტკივილი. ამ ყველაფრის შემდეგ ვწუწუნებთ, რატომ არ მაქვს მანქანა, სახლი, აგარაკი, ფული. მაგრამ ეს კითხვაც არასწორადაა დასმული, რატომ არ გვაქვს ბედნიერება?-იმიტომ, რომ არ გვაქვს ცოდნა, დიახ, დიახ, ცოდნა... 3511 3-ს მოსწონს
|