სხვა საინტერესო ფაქტები საკვების შესახებ 2013, 16 სექტემბერი, 19:49 -ინგლისელები რძიან ყავას თეთრ ყავას ეძახიან;
-მსოფლიოში მოპოვებული ნუშის 40%-ზე მეტი გამოიყენება შოკოლადის წარმოებაში;
-მე-17 საუკუნეში თურქეთში აკრძალული იყო ყავის სმა. ვისაც ფაქტში გამოიჭერდნენ, უმკაცრესად სჯიდნენ;
-1995 წელს პირველად ისტორიაში იაპონელებმა შეჭამეს უფრო მეტი ხორცი, ვიდრე ბრინჯი;
-ძველ საბერძნეთში ღვინოს ყოველთვის ურევდნენ ზღვის წყალში. ჭურჭელს, რომელშიც ხდებოდა შერევა, ეწოდებოდა კრატერი; -გადადუღებულ წყალში ჩადგმული შამპანური უფრო მალე ცივდება, ვიდრე იმავე ტემპერატურის ჩვეულებრივ წყალში; -მსოფლიოში არსებობს ლუდის 20000-ზე მეტი სახეობა; -ჩინეთის ზოგიერთ რაიონში ჩაიში შაქრის მაგივრად ყრიან მარილს; -შუა საუკუნეებში აღმოსავლეთიდან ევროპაში შეჰქონდათ ორი რამ: სანელებლები და ქსოვილები; -ამერიკის შეერთებულ შტატებში იყიდება 200-ზე მეტი სახეობის სასმელი წყალი; -ტრადიციულ იტალიურ პიცაში ცომის გარდა აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს სამი პროდუქტი: ახალი პომიდვრის სოუსი, ყველი "მოცარელა" და ოხრახუშის ფოთლები. ამ სამ კომპონენტს გააჩნია სიმბოლური დატვირთვა:ისინი გამოხატავენ იტალიის დროშის ფერთა გამას; -მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებისას ყურძენი ფეთქდება; -რუსეთში ბრინჯი პირველად შეიტანეს პეტრე პირველის დროს; -ფრანგული ტრადიციული ყველის "როკფორის" წარმოებისათვის გამოიყენება ცხვრის რძე; -ყოველდღიურად მსოფლიოში გამოიყენებენ დაახლოებით 560 მილიარდ ქათმის კვერცხს; -ყოველწლიურად მსოფლიოში იწარმოება დაახლოებით 110 მილიონი ტონა შაქარი .აქედან 60% შაქრის ლერწმისაგან, ხოლო 40% შაქრის ჭარხლისაგანაა ნაწარმოები; -სიცოცხლის მანძილზე ადამიანი საშუალოდ ჭამს 40 ტონამდე საჭმელს; -მწვანე ჩაი შეიცავს 50%-ით მეტ ვიტამინებს, ვიდრე ჩვეულებრივი ჩაი; -როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა ინდოეთში ლაშქრობიდან ჩამოიტანა საბერძნეთში ლერწმის შაქარი, მას მაშინათვე უწოდეს "ინდური მარილი"; -ყავა მსოფლიო ვაჭრობაში მეორე ადგილზეა, პირველზე-ბენზინია; -ამერიკელი პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის საყვარელი სასმელი იყო მშრალი მარტინი; -მაიონეზი გამოიგონა ფრანგმა მხედართმთავარმა ლუი კრილონსკიმ მე-18 საუკუნეში; -გერმანული ღვინო Trokenbeerenauslese მზადდება ყურძნის ისეთი იშვიათი ჯიშისაგან, რომ ხანდახან მთელი დღის განმავლობაში მევენახემ შეიძლება მხოლოდ 1 ბოთლი ღვინის დასამზადებლად საკმარისი ყურძენი იპოვოს; -როგორც წესი, თევზთან მოაქვთ თეთრი ღვინო, ხოლო ხორცთან-წითელი; -კიტრის შემადგენლობის 96% წყალია; -ამერიკელების 7% ყოველდღიურად მხოლოდ 'მაკდონალდსში"იკვებება; -მშრალ ღვინოს "მშრალი"ეწოდება იმიტომ, რომ მასში შაქარი ბოლომდეა დადუღებული; -ენდვიჩი გამოიგონა ჯონ მონტეგიუმ, რომელიც იყო სენდვიჩის საგრაფოს გრაფი; -"ფანტა"-მესამეა მსოფლიოში პოპულარობით უალკოჰოლო სასმელებს შორის, პირველზე-"პეპსია", მეორეზე- 'კოკა-კოლა"; -მე-16 საუკუნის ფლამანდიელმა ნატურალისტმა კარლ კლოზიემ შოკოლადის გასინჯვის შემდგე აღნიშნა:" უფრო გამოსადეგარია ღორების საკვებად და არა ადამიანის საჭმელად"; -შარლ დე გოლმა ერთხელ აღნიშნა:"როგორ შეიძლება იმ ქვეყნის მართვა, სადაც 246-ზე მეტი ყველის სახეობაა". 214 11-ს მოსწონს
|