x
image
lady.ge
ჰოლივუდის საუკეთესო ჩამცმელები-კეიტ მოსი
image
მართალია წარსულში ძალზე პოპულარული მოდელი და პოდიუმის
დედოფალი, ამ ეტაპზე გაცილებით იშვიათად ჩნდება სხვადასხვა სახის ჩვენებებზე და უფრო
წყნარ, ოჯახურ ცხოვრებას ამჯობინებს, მაგრამ კეიტის ჩაცმის სტილი, მაინც გამუდმებით
იქცევს ჟურნალისტების და ფანების ყურადღებას. კეიტს განსაკუთრებული ნიჭი აქვს, ატაროს
სამოსი რომელიც უხდება და ამასთანავე ნებისმიერი გარდერობში დარჩეს საოცრად ქალური
იმიჯის მატარებლად.image

image

როცა კითხვა ჩაცმა-დახურვის საკითხს ეხება, კეიტი აღიარებს რომ
განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს ძვირიან ლეიბლებსა და ცნობილ ბრენდებს, უფრო საკუთარი
განწყობის და ინტუიციის შესაბამისად ირჩევს სამოსს.

imageimage


imageმიაჩნია რომ ქალს დაბადებიდანვე
თან უნდა დაჰყვეს შინაგანი სტილის შეგრძნება, ხოლო მათ ვისაც მსგავსი ნიჭით დაბადება
არ არგუნა ბედმა, კეიტი ერთ მარტივ რჩევას აძლევს: „არასოდეს დაუშვათ ისე გამოიყურებოდეთ,
თითქოსდა დიდი ხნის მანძილზე არჩევდით გარდერობს, საერთოდაც არ არის საჭირო ხანგრძლივად
იტრიალოთ სარკესთან სახლიდან გასვლის წინ და წასვლამდე რვაასი კაბა მოიზომოთ. რაც ნაკლებს
იფიქრებთ იმაზე თუ რა ჩაიცვათ, მით უფრო ეფექტური იქნება თქვენი იმიჯი საზოგადოებაში,
ნუ გახდებით სამოსზე დამოკიდებული და ნუ იდარდებთ, მაშინაც კი თუკი თქვენს ჩაცმულობაში რომელიმე ფერი
ან აქსესუარი იდეალურად არ ეხამება ერთმანეთს, ეს სულაც არ არის ტრაგედია, პირიქით ამ ფაქტმა შესაძლოა,
თქვენს გამოკვეთილ ინდივიდუალურობას გაუსვას ხაზსი“.



0
824
შეფასება არ არის
ავტორი:lady.ge
lady.ge
824
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0