ქუჩაში რა ხდება? ვაგზლის მეძავები თუ იცმევდნენ ეგრე, მე ვიყო ნოდარ მელაძე. არც სიცივე იციან, არც ზამთარი. ასე ერთიანად რამ გადარიათ. სასირცხო ბაგეები თუ არ გამოიკვეთა ელასტიკზე, მოდურად არ გაცვია, უკანალში ჩაჩრილი თოკი თუ არ გამოჩნდა რაა ქალობა. დუნდულები თუ არ აგითანთალდა, ყურადღებას ვინ მოგაქცევს... შარშან რაღაც გრძელ ზედას ჩამოიფარებდნენ უკანალზე. ახლა? გაისად უფრო დიდ სიურპრიზს ველი... ეს ისე თავისთავად ხდება, ისე მიეჩვია თვალი ამდენ მოსიარულე უკანალს, რომ ვეღარც ვამჩნევთ... ვერც თქვენ ამჩნევთ, როგორ გახდა ერთ დროს მიუღებელი, მისაღები, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვამ გააკეთა ასე და ე.ი შეიძლება, დასაშვებია.
21-ე საუკუნეში სექსი და სექსუალურობა ნომერ პირველი ღირებულება გახდა. ყველაფერს იზავენ ოღონდ შენც არ ჩამორჩე ამ სექსუალურ მარათონს, ელასტიკს კი არა, თუ მოდამ მოგთხოვა, სულ გატიტვლდები. ოღონდ კი ბევრს მოუნდეს შენთან სექსი და რაზე არ წახვალ კაცი... ეგ კი არა, შუა ქუჩაში მკერდსაც გადმოყრი და ჩახდილიც გაივლი თუ „პროგრესი“ და დასავლეთი მოგთხოვს, აბა, გოიმიაო, იმას ხომ არ ათქმევინებ ვინმეს. არ გჯერა ხო? რამდენიმე წლის წინ მაგ გამჭირვალე ელასტიკზეც გამიქნევდი თავს, მაგრამ ახლა ხომ გაცვია? ნებისმიერ გოგოს რომ ვკითხო რატომ აკეთებს ამას, უმრავლესობა მიპასუხებს, „ლამაზია, მომწონს და იმიტომო“, მე გეტყვით, წადი თქვენი! არაა ლამაზი! უბრალოდ სექსუალურია, სექსუალურობა და სილამაზე სხვადასხვა რამეა, ქალი სექსუალური უნდა იყოს, მაგრამ არა სიშიშვლის ხარჯზე! ეროტიულობას რა უშავს, მსუბუქი ეროტიზმი ყველაფერს უხდება... ეს პორნოგრაფიაა. ის, რაც მიყენებს და შენთან სექს მანდომებს არანაირ კავშირში არაა მშვენირებასა და სილამაზესთან.. პორნოს იმიტომ უყურებენ რომ ამძუვნებული ხორცი დაიკმაყოფილონ, ხო ასეა?! პორნო და მშვენიერება ერთად მოსულა? არა! მშვენიერება თუ მინდა მარიტას წავიკითხავ და „ორშაურიან ჩითის კაბაში“ ქალს წარმოვიდგენ. აი, მშვენირება! შეიძლება ლამაზიც ხართ, მაგრამ მე თქვენი უკანალისკენ უფრო გამირბის თვალი ვიდრე თქვენი სილამაზისკენ. ვიღას ახსოვს სილამაზე და ა დ ა მ ი ა ნ ი როცა შენ წინ გრძელთმიან არსებას მრგვალი უკანალი მიაქვს. მე თქვენში ვხედავ ლამაზ ფორმიან ხორცს და არა პიროვნება-ადამიანს. (ყველა მამრი ასეა, უბრალოდ, ზოგი ან არ აღიარებს ან გეია) მოდას აყოლილო გოგოებო, მოდით შეულამაზებლად ვთქვათ, "სექსბომბები" ხართ ბიჭების თვალში და არა-ადამიანები. და ამ ყველაფრის მერე, სერიოზულად მაინტერესებს, მართლა მოგწონთ დუჟმომდგარი ბიჭის გამოხედვა და გამოთქმა: „აუ, რას მო..........!“ ახლა არ თქვათ, ხამი ხარო, იმ ბიჭს რა ვუთხარი ვისაც ამაზე რეაქცია არ აქვს.(ეგ მეორე უკიდურესობაა, დაახლოებით ისეა, 20-ჯერ ნანახ პორნოზე რომ აღარ გაქვს რეაქცია, მერე უნდა წაშალო და სხვა ჩაიწერო, პარტნიორების ხშირი ცვლაც მაგითაა გამოწვეული: მოსაწყენი ხდება თუკი ლამაზ ფორმებზეა დამყარებული (ურთიერთობა)რამდენი გოგო ახლა გამლანძღავს, სოფლელს, გოიმს და კომუნისტს დამიძახებს...
მართალია, თქვენთვის ავტორიტეტი აღარ არსებობს, მაგრამ თხრობამ ცოტა აკადემიური სახე რომ მიიღოს და ჩემს ხმასაც მეტი დამაჯერებლობა მივცე თქვენს თვალში, ერთ ავტორს დავიმოწმებ. იყო ეგეთი ქართველი ფილოსოფოსი, ზურაბ კაკაბაძე, რომელიც ამაზე ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში წერდა:
„ერთი შეხედვით, ეს, უბრალოდ, ტანსაცმლის მოდაა, რომელსაც სხვა არაფერი განსაზღვრავს და ამოძრავებს, თუ არა საკუთარი შინაგანი მოტივი _ გარეგნობის შელამაზების მოტივი. (...) ვითომცდა ეს ქალის გარეგნობის შელამაზების მოდაა, ვითომცდა ამას სხვა არაფერი განსაზღვრავს, თუ არა ესთეტიკური მოტივი (...). ტანსაცმლის დამოკლება-დავიწროებას სრულიად გარკვეული საზღვარი უდევს, რომლის გადალახვისას მთავრდება გარეგნობის შელამაზების ესთეტიკური ღონისძიება და თავისებური დეეროტიზებული სექსუალური ორგია იწყება. `ულტრამინიმოდის პირობებში მამაკაცი ყოველდღე და ყოველ საათს, ქუჩასა თუ რესტორანში, საკონცერტო დარბაზსა თუ საკანცელარიო ოთახში, ყოველგვარი წინასწარი დისტანციის გარეშე და თანაც ნაირ-ნაირ ქალთან უშუალოდ შედის სექსუალური ალერსის ურთიერთობაში ისე, რომ წუთით დაყოვნებას ვერ ასწრებს, რათა თვალებში მაინც ჩახედოს რომელიმე მათგანს, ოდნავ მაინც იგრძნოს და განიცადოს ქალი-პიროვნება.