ძალიან შევწუხდი უკვე!!!
არ შემიძლია უკომენტაროდ დავტოვო დროდადრო გაააქტიურებული პოსტები ერთერთ სოციალურ ქსელზე:
"თუ გწამს გაიზიარე"...
გამაგებინეთ, ამიხსენით, რას ნიშნავს, "თუ გწამს გაიზიარე"?!!!
რა უნდა გავიზიარო?ღვთისმშობლის ხატი გასურათებული სოციალური ქსელისთვის?ან ვინ ხარ შენ, რომ ამ კითხვას მისვამ:მწამს
თუ არა?!!და თუ არ გავიზიარე რა?!!! ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვები? რწმენის რა ფორმაა ვერ გამიგია...
თუ ქადაგებაა მართმადიდებლობის გასავრცელებლად, ვინ მოგცა
ქადაგების კურთხევა?!!
თუ მართმადიდებლობის პოპულარიზაციაა? რატომ გადაწყვიტე,
რომ ღვთისმშობელს შენი პიარი ჭირდება?!!
ხატი მე ტაძარში ვიცი და არა კომპიუტერში...
სიყვარული
გულში...
რწმენა ტვინში...
რწმენა ყველაზე ინტიმური და პირადულია... მწამს თუ არა ღმერთი?როგორ მწამს?შენ უფრო მაგრად გწამს თუ მე? პატრიარქი უფრო გიყვარს თუ მამა გაბრიელი?ღვთისმშობელს უფრო მეტი ლაიქი აქვს თუ წმინდა
გიორგის?...ეს არის რწმენა?!!!
რატომ არ მიზიარებ თუ როგორ გიყვარს შენი ქმარი ან ცოლი ან საყვარელი?რა განცდები გაქვს მას რომ უყურებ?თუ ეს უფრო ინტიმურია შენთვის და საყოველთაო განხილვის თემა არ არის?!! მაცხოვარზე ღვთისმშობელზე კი, (რომლისაც ასე გწამს) როცა მოგეპრიანება მაშინ შეგიძლია ილაპარაკო, დისკუსიის თემად აქციო ვის
წამს, ვის არა, ვის უფრო, ვის ნაკლებად....
დაფიქრდი რატომ აკეთებ ამას?!!!თუ ეს შენი ხელის ავტომატური მოძრაობაა სოციალურ ქსელში, იქნებ ცოტა გაგეანალიზებინა --ღვთისმშობელია მაინც...პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ორგანიზაცია ხომ არ არის?!!
ვინ მოგცა ქადაგების უფლება?!!! ვინ მოგცა იოანეს, წმინდა ნინოს, მათეს, ლუკას როლი?!!!
თუ გწამს დაფიქრდი!!!
თუ გწამს გააანალიზე!!!