x
image
პროვოკაცია1
აქცია ტექნიკურ უნივერსიტეში

imageსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ „დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციამ“ საპროტესტო აქცია გამართა. სტუდენტთა მთავარი მოთხოვნა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილის გადადგომა და თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა. მათი თქმით, სტუ-ს თვითმმართველობაში ის ადამიანები არიან, რომლებიც 2011 წლის ოქტომბერში სტუდენტთა გატაცებაში მონაწილეობდნენ. საპროტესტო აქციას „მოძრაობა სოლიდარობაც“ შეუერთდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა სტუდენტთა ბრალდებებს აბსურდული უწოდა, ხოლო მათი მოთხოვნების შეუსრულებლობა იმით ახსნა, რომ რექტორი, კანონიდან გამომდინარე, თვითმმართველობის ორგანოში ვერ ჩაერევა. სტუდენტები აქციის გაგრძელებას და ტექნიკური უნივერსიტეტის წინ კარვების გაშლასაც გეგმავენ.

0
26
4-ს მოსწონს
ავტორი:პროვოკაცია1
პროვოკაცია1
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0