x
image
თამუნა გეწაძე
მეცნიერებმა გაარკვიეს რატომ პატიობს ადამიანი ღალატს ახლობელს.

imageადამიანის ბუნება მიდრეკილია იქით, რომ ახლობლებს უფრო ადვილად აპატიოს ღალატი ვიდრე უცხოს. ამერიკელმა მეცნიერებებმა დაადგინეს, რომ ყველაფერი ამის მიზეზი ტვინის იმ ნაწილშია, რომელსაც უწოდებენ"ჩვევების ცენტრს".

კალიფორნიის მეცნიერებმა ლოს-ანჟელესში მეთვალყურეობა გაუწიეს მოხალისეებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სოციოლოგიურ თამაშში.მათი პარტნიორი, რომელსაც ისინი ირჩევდნენ იყო კომპიუტერული პროგრამა.თამაშის თანახმად ისინი "ღალატობდნენ" თავიანთ პარტნიორებს.საერთო ჯამში აღმოჩნდა, რომ ისინი უფრო ადვილად პატიობდნენ ღალატს პარტნიორს (ახლობელს) ვიდრე სხვას უცნობს. საქმე იმაშია, რომ ამ დროს თვინის ის ნაწილი, რომელსაც"ჩვევების ცენტრს" უწოდებენ იწყებდა მოქმედებას და მისი მიხედვით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება.რამოდენიმე მსგავსი დაკვირვების შემდეგ კალიფორნიელი მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანების უმეტესობა საბოლოო ჯამში ახლობელს ღალატს პატიობს და ეს ჩვენი ტვინის დამსახურებაა.

3
52
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
52
  
2013, 16 სექტემბერი, 23:55
ვამბობთ, რომ ვაპატიეთ, მაგრამ გავა დრო ცოტა თუ ბევრი ამას არ აქვს მნიშვნელობა და გარკვეული სიტუაცია ისევ გაგვახსენებს იმ წყენას, ზოგს მაინც გვაქვს ჩვევაში წამოძახებები და ა.შ. ეს კი უკვე პატიება არ არის, რახან გვახსოვს. ჩემი აზრით უბრალოდ ვინც ფასეულია და ვისთანაც ურთიერთობა გვიღირს, ვცდილობთ იმ ადამინთან მსგავსი უტაქტობა დავივიწყოთ მეტ-ნაკლებად და ასეც იმიტომ ვიქცევით, რომ იმ გასულ წლებს ვცემთ პატივს და ურთიერთობებს. რაღა თქმა უნდა ღალატის მიზეზს გააჩნია, მისი სიმძიმიდან გამომდინარე ვიქცევით შესაბამისად. უცხოს ღალატს რაც შეეხება, ალბათ ნაკლებად გვექნება უცხოსგან იმედგაცრუების მიზეზი, ვინაიდან უცხოს არ მივენდობით ისე, როგორც ახლობელს. ლოგიკური სტატიაა.
2013, 16 სექტემბერი, 22:58
მადლობა)))
2013, 16 სექტემბერი, 21:55
საბედნიეროდ შემოწმების საშუალება ჯერ არ მქონია, მაგრამ რატომღაც მგონია, ღალატის პატიება ახლობლისთვის უფრო გამიძნელდეა, ვიდრე უცხოსთვის... კკარგი სტატიაა, დამაფიქრა.
0 1 3