სალათები რატატუი-უგემრიელესი ბოსტნეულის კერძი. 2013, 14 სექტემბერი, 19:24
წამოგიდგენთ ფრანგულ ბოსტნეულის სალათს, რომელიც ძალიან მარტივად მოსამზადებელია და ძალიან გემრიელია.
სალათის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:2 ცალი საშუალო ზომის ბადრიჯანი, 2-3 ცალი ყაბაყი, 1კგ.პომიდორი, 2 ცალი ბულგარული წიწაკა, 2 თავი საშუალო ზომის ხახვი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი( ან მცენარეული ზეთი) 3 კბილი ნიორი, ოხრახუში შავი დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით.
ბულგარული წიწაკა შევდოთ ღუმელში და გავაჩეროთ 180 გრადუსზე 30 წუთი.
ბადრიჯანი დავჭრათ მოვაყაროთ მარილი გავაჩეროთ. შემდეგ გავრეცხოთ კარგად და გავაშროთ ქაღალდის სალფეთქზე. ყაბაყი დავჭრათ . 700 გრამი პომიდორი დავჭრათ. ტაფაზე ცოტა მცენერეული ზეთი დავასხათ და წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ. დარჩენილ პომიდორს კანი გავაცალოთ დავჭრათ და მოვშუშოთ ხახვთან ერთად. დავამატოთ შემწვარი ბულგარული კანგაცლილი. 5-7 წუთი მოვშუშოთ და მერე ყველაფერი ეს დავაბლენდეროთ. ღრმაძირიან ჟარონაზე დავასხათ მომზადებული მასა. ამ სოუსში მოვათავსოთ დაჭრილი პომიდორი ბადრიჯანი და ყაბაყი. ცალკე დავნაყოთ ნიორი მწვანილთან ერთად და ცოტა ზეთი დავამატოთ და მოვასხათ ტაფაზე გამზადებულ მასას. მივცემთ მარილს და წიწაკას გემოვნებით. უკეთესია თუ თავზე დავაფარებთ ფოლგას და ვაცხობთ 20 წუთი შემდეგ ფოლგას მოვაძრობთ და ისე ვაცხობთ 15 წუთი. გამოვიღებთ აირღუმელიდან და გემრიელად მივირთმევთ. 957 7-ს მოსწონს
|