სალათები რატატუი-უგემრიელესი ბოსტნეულის კერძი. 2013, 14 სექტემბერი, 19:24 ![]() ![]() ბადრიჯანი დავჭრათ მოვაყაროთ მარილი გავაჩეროთ. შემდეგ გავრეცხოთ კარგად და გავაშროთ ქაღალდის სალფეთქზე. ![]() ![]() ![]() ტაფაზე ცოტა მცენერეული ზეთი დავასხათ და წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ. დარჩენილ პომიდორს კანი გავაცალოთ დავჭრათ და მოვშუშოთ ხახვთან ერთად. დავამატოთ შემწვარი ბულგარული კანგაცლილი. 5-7 წუთი მოვშუშოთ და მერე ყველაფერი ეს დავაბლენდეროთ. ![]() ღრმაძირიან ჟარონაზე დავასხათ მომზადებული მასა. ამ სოუსში მოვათავსოთ დაჭრილი პომიდორი ბადრიჯანი და ყაბაყი. ![]() ცალკე დავნაყოთ ნიორი მწვანილთან ერთად და ცოტა ზეთი დავამატოთ და მოვასხათ ტაფაზე გამზადებულ მასას. მივცემთ მარილს და წიწაკას გემოვნებით. უკეთესია თუ თავზე დავაფარებთ ფოლგას და ვაცხობთ 20 წუთი შემდეგ ფოლგას მოვაძრობთ და ისე ვაცხობთ 15 წუთი. გამოვიღებთ აირღუმელიდან და გემრიელად მივირთმევთ. 957 7-ს მოსწონს
|