x
image
მანჩო 777
სალათა "ბროწეულის სამაჯური" (ფოტოგაკვეთილი)
image ინგრედიენტები:

კარტოფილი -500გრამი

ჭარხალი- 500 გრამი

ქათმის ფილე-400 გრამი


ხახვი- 2-3 თავი

მაიონეზი- 250-300 გრამი

მარილი

ბროწეული- 1 ცალი


image

მომზადება:

მოვხარშოთ ქათმის ფილე, image
წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ტაფაზე ზეთში დაჭრილ ხახვთან ერთად.

image
კარტოფილი მოვხარშოთ და გაცივოთ. გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.

image
გახეხილი კარტოფილი მოვათავსოთ სასალათეზე გულამოღებული რგოლის მსგავსად 2-3 სანტიმეტრის სიმაღლის ფენად. ცენტრში შეიძლება მოვათავსოთ ჭიქა და გარშემო შემოვაწყოთ გახეხილი კარტოფილი, რათა სალათმა უფრო ლამაზი ფორმა მიიღოს. მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და გადავუსვათ მაიონეზი.

image
მოვათავსოთ კარტოფილის ფენაზე ხახვში მოშუშული ქათმის ფილე. გავასწოროთ ლამაზად და მასაც წავუსვათ მაიონეზი.

image
მოვხარშოთ და გავაციოთ ჭარხალი. გავხეხოთ მსხვილ სახეხზე და მოვათავსოთ ქათმის ფილეს ფენაზე. მასაც გადავუსვათ მაიონეზი.

image
სალათის ზედა ფენა მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით. ფრთხილად ამოვიღოთ ჭიქა, რათა სალათმა ფორმა არ დაკარგოს.

მიირთვით გემრიელად.

0
356
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0