მაისი განსაკუთრებული თვეა ასტროლოგიური თვალსაზრისით,
რადაგან ამ თვეში კერძოდ 20-21 მაისს მზის დაბნელებაა მოსალოდნელი.
3-5 მაისი
პლანეტა მერკური
ვერძის ზოდიაქოშია და სექსტილს ქმნის პლანეტა ვენერასთან ტყუპებში
დადებითი პერიოდია, აქტიური იქნება სოცილაური საქმიანობა
და ახალი ნაცნობობის, სამომავლოდ პერსპექტიული პარტნიორების შეძენის შანსები ამ პერიოდში
ძალზე დიდია. ასევე კარგი პერიოდია საქმიანი მოლაპარაკებების საწარმოებლად და ახალი
ბიზნესის დასაწყებად. მსუბუქი ფლირტი და რომანტიული ურთიერთობები, ამ პერიოდში დაუვიწყარ
თავგადასავლად დაგამახსოვრებთ თავს.
5-6 მაისი
პლანეტა მერკური
ვერძში ოპოზიციას შექმნის დამსჯელ პლანეტა სატურნთან რომელიც სასწორის ზოდიაქოშია
ეს პერიოდი არცთუ მსუბუქი იქნება ბევრი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლისთვის. რადგან სატურნი დამსჯელ
ფუნქციებს და წინააღმდეგობრივ ბარიერებს ააქტიურებს. ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ მოლაპარაკებები
გაიწელა, ინფორმაცია თქვენამდე არასწორი ან არასრული სახით მოვიდა და ა, შ. შეეცადეთ
ნებისმიერი ახალი ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ, რადგან შეცდომების დაშვების ალბათობა
ამ პერიოდში სწორედ ინფორმაციის (მერკურის სფერო) არასაიმედოობაზე იქნება დაფუძნებული.
10-23 მაისი
პლანეტა ვენერა
ტყუპებში ტრინს ქმნის სატურნთან რომელიც სასწორის ზოდიაქოშია
ერთერთი ყველაზე პოზიტიური და პერსპექტიული პერიოდია,
რომლის მანძილზეც ბევრ თქვენგანს საშუალება მიეცემა როგორც პირადი ისე საქმიანი კონტაქტების
გაუმჯობესების და გამყარების კუთხით. რაკი სატურნი სიმბოლურად ზემდგომ ორგანოებს ნიშნავს,
დიდია შანსი, რომ თქვენზე ჩინით და თანამდებობით უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანებისგან
იგრძნოთ სიმპათია და მხარდაჭერა. გააქტიურდება კონფლიქტების კონსტრუქციული, დიპლომატიური
გზით მოგვარების უნარი. ეს პერიოდი ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობების დარეგულირებასაც
შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარე აუცილებლად გამოიყენეთ მისი დადებითი გავლენა.