დიეტოლოგია ქალბატონები წონაში უფრო ნელა იკლებენ ვიდრე მამაკაცები? 2013, 12 სექტემბერი, 22:14 დიდი ხანია დადასტურებულია, რომ "სუსტი"სქესის წარმომადგენლებში წონის მატება უფრი ადრეულ ასაკში ხდება ვიდრე მამაკაცებში.ბოლო გამოკვლევებით კი დადასტურდა, რომ წონაში მამაკაცები უფრო სწრაფად იკლებენ ვიდრე ქალები.მეცნიერებმა დაკვირვება აწარმოეს 1200000 ადამიანზე, რომლებმაც გადაწყვიტეს წონაში მოლკება. 12 კვირიანი დიეტის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მამაკაცებმა უფრო მეტი მოიკლეს წონაში ვიდრე ქალებმა.აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მამაკაცები უფრო ადვილად ამბობენ უარს ტკბილეულზე ვიდრე ქალბატონები. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მამაკაცები უფრო იშვიათად განიცდიან წონის მომატებას ვიდრე ქალები, ასევე კვების რაციონსაც არ აკვირდებიან ძალიან და ამიტომ უარის თქმა ბევრ რამეზე უფრო უადვილდებათ ვიდრე ქალბატონებს, რომლებსაც ძალიან უჭირთ კვების რაციონიდან ისეთი პროდუქტებზე უარის თქმა, რომლებიც წონის მატებას იწვევს.აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მამაკაცებს ფიზიკური დატვირთვა უფრო უადვილდებათ, რადგან მათი კუნთოვანი სისტემა უფრო განვითარებულია და ნივთიერებათა ცვლა მათ ორგანიზმში უფრო მოწესრიგებულია. 39 6-ს მოსწონს
|