შოუბიზნესი ალენ დელონის ულამაზესი შვილიშვილი 2013, 12 სექტემბერი, 10:03 "ალენ დელონი რომ ქალი ყოფილიყო, ზუსტად ასეთი იქნებოდა"-უთხრა ელისონ ლე ბორჟს ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა, რომელმაც არც იცოდა, რომ ელისონი მართლაც ალენ დელონის შვილიშვილი იყო.მართლაც მსგავსება შვილიშვილის სახელოვან პაპასთან საოცარია, განსაკუთრებით ცისფერი მეტყველი თვალებით და ტუჩებით.ელისონი, ენტონ დელონის შვილი, ცნობილი პაპის გზას არ დაადგა, ერთადერთი ფილმი, სადაც იგი მონაწილეობდა იყო "ცისფერი კუნძული", მან მოდელის კარიერა აირჩია, იგი ამშვენებს ფრანგულ Flavor-ის და იტალიურ Grazia-იას ჟურნალების გარეკანს, 2010 წელს გახდა Intimissimi-ის და აგრეთვე ბრაზილიულ ქალის თეთრეულის მწარმოებელი ფირმის-Joge-ის სახე.ამის გარდა ელისონი კაბარე "Crazy Horse mary"-ის მოცეკვავეა. 4 სექტემბერს იგი 27 წლის გახდა. 1556 8-ს მოსწონს
|