კინო ჯეკ ნიკოლსონმა კინოკარიერა დაასრულა? 2013, 11 სექტემბერი, 17:12 ოსკარის სამგზის მფლობელმა, ჯეკ ნიკოლსონმა კინოკარიერა დაასრულა. პოპულარულმა მსახიობმა ცოტა ხნის წინ შეთავაზებულ როლზე, უარი განაცხადა ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებით.მისი ახლობლების გადმოცემით 76 წლის მსახიობს მეხსიერების პრობლემა აქვს და ვეღარ იმახსოვრებს კინოროლისთვის საჭირო ტექსტებს.სწორედ ამიტომ იძულებული გახდა პროფესიულ კარიერაზე უარი ეთქვა. როგორც ჩანს 2010 წელს გადაღებული ფილმი "იცით?" მისი მონაწილეობით ბოლო იქნება მის პროფესიულ კარიერაში.მიუხედავად ამისა ჯეკი აქტიურად ჩნდება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში და არ აცდენს არცერთ კალათბურთის მატჩს, მისი საყვარელი კლუბის, ლოს-ანჟელესის"ლეიკერსის" მონაწილეობით. 24 7-ს მოსწონს
|