კოსმეტოლოგია 21-ე საუკუნის სილამაზის "შესანარჩუნებელი" პროცედურების დადებითი და უარყოფითი მხარეები. 2013, 10 სექტემბერი, 21:25 9 სექტემბერი მსოფლიოში "სილამაზის საერთაშორისო დღედ" არის აღიარებული.ეს დღესასწაული მსოფლიოს კოსმეტოლოგიისა და ესთეტიკის საერთაშორისო კომიტეტის მიერ იყო დადგენილი 1995 წელს.ამ სტატიიდან შევიტყობთ თუ რა რისკებზე მიდიან ქალბატონები სილამაზის შესანარჩუნებლად.იყო დრო როდესაც ქალის ბუნებრიობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.დღესდღეისობით ამ ყველაფერმა თოთქოსდა დაკარგა აქტუალურობა. ყველაზე პოპულარული დღეს "ბოტოკსის" ან "ბოტულოტოქსინის" ინექციებია, რომელიც მამოძრავებელი ნერვების ბლოკირებას იწვევენ და ხდება კუნთების დროებითი მოდუნება, რაც თავისთავად იწვევს მიმიკური კუნთების "გასწორებას". ბოტულოტოკსინი თავისთავად შხამს წარმოადგენს, რომელიც საჭმელთან ერთად ორგანიზმში მოხვედრისას, მომაკვდინებელ ეფექტს იწვევს.ბოტოკსის ინექციის გაკეთებისას განსაკუთრებული სიფრთხილე და ზომიერებაა დასაცავი. დღევანდელი "მოდური" ქალბატონების განუყრელი "ატრიბუტია'' კარგი ნამზეური."რუჯის" მიღება შესაძლებელია ზამთარშიც კი სალარიუმებში.საკმარისია რამოდენიმე წუთი, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი.სოლარიუმში გამოყენებულ სხივებს გარდა კარგი ეფექტისა არასასურველი მოვლენებიც ახლავს თან.საჭიროა დავიცვათ ის წესები, რომელიც აუცილებელია:"რუჯის" მიღებისას უნდა დავიფაროთ მკერდი და ასევე ის ნაწილები სადაც კანი უფრო ნაზია.კანი აუცილებლად უნდა იყოს სუფთა, ყველანაირი კოსმეტიკური საშუალებების გარეშე.წელიწადში რეკომენდირებულია მხოლოდ 20 სიანსის მიღება და თითოეული სეანსი 20 წუთზე დიდხანს არ უნდა გრძელდებოდეს. ხელოვნური ფრჩხილები ძალიან ლამაზია.ის ლამაზ ხდის ჩვენს ხელებს ფარავს ყველა ნაკლს, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვავში თუ ხელზე სოკოვანი დაავადება არა გვაქვს. ასევე თვით ფრჩხილი არ უნდა იყოს დაზიანებული. თუ ჩვენ ყველაფერს ამას გავითვალისწინებთ შეგვეძლება თავისუფლად, რეგულარულად, გამოვიყენოთ ხელოვნური ფრჩხილები ჩვენი თითების გასალამაზებლად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტად ქალბატონები თითქოსდა "დაავადებულები" ხდებიან ბოტოქსის კეთებით ან სხვა "გასალამაზებელი"პროცედურებით და რეგულარულად ყოველნაირი სიფრთხილის დაცვის გარეშე აკეთებენ ამას, რასაც შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს.უნდა ვიცოდეთ, რომ დავიცვათ ზომიერება და სიფრთხილით მოვეკიდოთ ყველა ამ პროცედურებს, მაშინ კარგი შედეგი გარანტირებული გვექნება. 210 7-ს მოსწონს
|