ქალი მშრალი სახის კანის მოვლა 2013, 8 სექტემბერი, 23:47 ![]() 1.პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ მშრალი კანი არ უნდა დავიბანოთ ცივი წყლით და საპნით, სასურველია ოთახის ტემპერატურის წყალი. 2.უნდა დავლიოთ დაახლოებით დღეში 10 ჭიქა წყალი . 3.ზაფხულში კარგია დიდი რაოდენობით საზამთროს, მსხლის, ყურძნის მიღება, რადგან შეიცავს წყალს და ხელს უშლის კანს გამოშრობისგან. ![]() 1. სახეზე თხლად წავისვათ არაჟანი, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი კანის დარბილებას. 2.ზეითუნის ზეთს შეურიეთ იმავე რაოდენობის თაფლი და მოამზადეთ თხელი მასა, რომელიც უნდა შევათბოთ ოდნავ, ამ მასაში დავასველოთ მარლა და დავიფინოთ სახეზე, 15-20 წუთი გავიჩეროთ და შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით დაისველეთ სახე და ჩამოიწმინდეთ სახის ლოსიონით. 3.გერკულესი და ზეითუნის ზეთი აურიოთ ერთმანეთს, წავისვათ სახეზე, გავიჩეროთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. 4.გავხეხოთ 3 ცალი ვაშლი, დავიდოთ სახეზე 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. 1317 1-ს მოსწონს
|