x
image
worldsport.ge
გიგა ყუფარაძემ თურქეთში ორი პრიზი აიღო

imageთურქეთში ორი საჭადრაკო ტურნირი დასრულდა, რომლებსაც ქალაქი ჩანაკელიში და კაშანი მასპინძლობდნენ. აღნიშნულ ტურნირებში ქართველი მოჭადრაკეებიც მონაწილეობდნენ, რომელთაგან ყველაზე დიდ წარმატებას გიგა ყუფარაძემ მიაღწია. გიგამ ჩანაკელიშში პირველი, ხოლო კაშანში მე-3 ადგილი დაიკავა.
ორივე ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა. ჩანაკელიშის ტურნირის ბოლო ტურში, 7, 0 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობდა ყუფარაძე. ბოლო ტურში გიგამ თანამემამულე შოთა აზალაძეს მოუგო, 8.0 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა.
რაც შეხება კაშანის ტურნირს, მისი ფინიში 7, 0-7, 0 ქულით ხუთმა მოჭადრაკემ: ვუგარ რასულოვმა (აზერბაიჯანი), ალექსანდრ დელჩევმა (ბულგარეთი), გიგა ყუფარაძემ, ორხან ემინოვმა (თურქეთი) და შოთა აზალაძემ გადაკვეთეს. საბოლოოდ, კოეფიციენტმა 1-5 ადგილები ასეთივე თანმიმდევრობით დაალაგა.


როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0