x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
დისტანციურად მართვადი ვერტმფრენების "ასი" რომან პიროზეკი დაიღუპა.

სამწუხაროდ ექსტრემალები ადრე მიდიან ცხოვრებიდან.
19 წლის რომან პიროზეკი რომელიც დისტანციურად მართვადი ვერტმფრენების "ასად" იყო ცნობილი დაიღუპა. პიროზეკი, რომელიც ხუთშაბათს ბრუკლინის პარკში ვერტმფრენით ურთულეს ნომრებს ასრულებდა, საშიში მანევრის ჩატარებისას საკუთარი ვერტმფრენის Trex 700–ის ხრახნის ფრთებმა შეიწირა. ჭაბუკს ვერტმფრენის ფრთებმა, რომელთა ბრუნვა წუთში 2000 ბრუნს შადგენდა მას თავის და ყელის არეში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა.
პიროზეკი იყო ვერტმფრენების დიდი მოყვარული და ადგილობრივ სამოყვარულო, საფრენოსნო კლუბში ვიცე–პრეზიდენტის პოსტიც ეკავა. მის მიერ საოცრად შესრულებული ილეთები მილიონობით მომხმარებელმა იხილა YouTube–ზე.
რამდენიმე ვიდეოზეც ჩანს ილეთის შესრულებისას რა ახლოს ჩაუფრინა ვერტმფრენმა რომანს. ბოლო ვარჯიშზე კი ურთულესი მანევრების შესრულებისას ბოლო მომენტში პიროზეკმა ვერტმფრენის მართვა დაკარგა, რამაც გამოუსწორებელი შედეგი მოიტანა, ვერტმფრენის ხრახნის ფრთებმა რომელთა სიგრძე 125 სანტიმეტრია, ბიჭს სასიკვდილო ტრავმები მიაყენა და ბიჭი დახმარების მოსვლამდე დაიღუპა. ყოველივე ამას კი თანაკლუბელებთან ერთად ბიჭის მამაც შეესწრო.
image


















1
64
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
64
  
2013, 7 სექტემბერი, 17:17
საცოდავი:(უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული:(
0 1 1