x
image
ვიზა კოხაძე
ჯენიფერ ლოპესის ტყუპებისთვის მორიგი მეგობარი მამაკაცი საუკეთესო "მამინაცვალი" აღმოჩნდა
image
პოპ ვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესის ტყუპები და მისი ახალი საყვარელი, რომელიც მომღერალზე ასაკით ძალიან პატარაა, არაჩვეულებრივად გრძნობენ თავს და დროს ერთად საინტერესოდ და მხიარულად ატარებენ.პაპარაცებმა ტყუპები და მზრუნველი "მამინაცვალი" ლოს - ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს, რომლებიც იმყოფებოდნენ "ნესთლეს" და სათამაშოების მაღაზიებში, სადაც უამრავი სასურველი ნივთი შეიძინეს.

ჯენიფერი მორიგი საყვარელი მამაკაცით ძალიან მოხიბლული და აღფრთოვანებულია.ისინი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ მომღერალი უკვე სამჯერ იყო გათ

ხოვილი და სამივეჯერ განქორწინებული.

imageimage











image












image












image











ბოლო ქორწინებაში ჯენიფერი იმყოფებოდა მომღერალ მარკ ენტონთან, რომლისგანაც ტყუპები - მაქსი და ემა შეეძინა და რომელსაც 2012 წლის შემოდგომაზე გაშორდა.არა ნაკლებ საინტერესოა მისი კავშირი და ურთიერთობა მსახიობ ბენ აფლეკთან, რომელმაც პოპ ვარსკვლავს ყველაზე ძვირადღირებული ვარდისფერი ალმასის ბეჭედი აჩუქა და რომლის ღირებულება მილიონ ორასიათასი ამერიკული დოლარი იყო.ამჟამად ჯენიფერ ლოპესის რჩეული კასპერ სმარტი, რომელიც პროფესიით მოცეკვავეა, ბოლომდე თავდაუზოგავი და ერთგული "მსახური" აღმოჩნდა თავისი შეყვარებულისა, რომლის შვილებს თავს ევლება და ცივ ნიავსაც კი არ აკარებს.

ამ ფოტოზე მოსიყვარულე წყვილი და ტყუპები არიან, რომლებიც 20 ივნისს ჰოლივუდის ვარსკვლავდიდების ხეივანში ცერემონიას ესწრებიან ბედნიერი სახეებით.

image

პოპ ვარსკვლავის ახალგაზრდა ბოიფრენდმა მაიამიშიც გამოავლინა თავისი დამოკიდებულება არა მარტო საყვარელი ქალის, არამედ მისი შვილების მაქსისა და ემას მიმართაც, რაც ყურადღების მიღმა არც აქ დარჩენიათ პაპარაცებს.

imageimage









image










image

3
35
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
35
  
2013, 5 სექტემბერი, 13:26
მადლობთ.
2013, 5 სექტემბერი, 11:35
სტატია საინტერესოა.
2013, 5 სექტემბერი, 11:02
ძალიან კარგი სტატიაა:*
0 1 3