x
image
ნანა სვანაძე
Mediator image
დაბადების დღეს გილოცავ დე

imageცხრა თვე შენს მუცელში "ვიცხოვრე", შენი სხეულით მატარე, მერე მუცელი გეტკინა და სიცოცხლეც მაჩუქე, მას მერე სულ ერთად ვართ.არვიცი რა ძალა აქვს სიტყვას "შვილი"ამდენ რამეს რომ გაკეთებინებს, მაგრამ როცა ვფიქრობ თუ რას ნიშნავს სიტყვა "დედა" ჩემთვის, მაშინ ვხვდები ჩემ მნიშვნელობასაც შენს ცხოვრებაში.შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელიც სულ ჩემ გვერდითაა და ერთადერთი ხარ, რასაც ჩემ ცხოვრებაში არ შევცვლიდი.23 წლით უკან რომ დავბრუნდე, ისევ შენს მუცელში ვისურვებდი ცხრა თვე ყოფნას...არასდროს მტოვებ, სულ ჩემ გვერდით ხარ, ჩემთან ერთად გიხარია და გწყინს, ყოველთვის შენზე წინ მაყენებ და მაშინაც კი როცა შენ მიმართ უმადურობას ვიჩენ, ჩემზე ფიქრობ და ჩემზე ზრუნავ...ვიცი, რაც არ უნდა გავაკეთო, სულ შეძლებ ჩემ გვერდით ყოფნას და ჩემთან ერთად გაიზიარებ ტკივილს თუ სიხარულს.ვიცი შენთვის სულ პატარა ვიქნები, ხშირად გეუბნები_"გავიზარდე და ესე ნუღა მექცევითქო", მაგრამ ზოგჯერ ძალინ მიყვარს როცა ბავშვივით მეფერები და ცდილობ ჩემი პრობლემებიც შენ მოაგვარო.



უშენოდ ძალინ გამიჭირდება და გთხოვ ნუ გამიჭირვებ ესე, როცა ჩემ გვერდით ხარ, თბილად ვარ და მინდა სულ მათმობდე, მანამ სანამ შენ ჩემი ყურება გაგახარებს და მანამ სანამ მე შენი იმედიანი თვალები მჭირდება.

მაპატიე რაც ოდესმე მიწყენინებია, თუ ოდესმე გული მიტკენინებია შენთვის და მადლობა ყველაფრისთის რაც გამიკეთე, რასაც მიკეთებ და რასაც მომავალში გამიკეთებ.მადლობა ასჯერ, ათასჯერ, დაუსრულებლად....

image

15
1770
14-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
1770
  
2013, 13 სექტემბერი, 11:31
:*:*:*
2013, 13 სექტემბერი, 11:09
Genacvale
2013, 13 სექტემბერი, 8:45
ძალიან კარგია,თბილი და სიყვარულით სავსე
2013, 12 სექტემბერი, 16:49
მადლობა,ეს მე დავუწერე ჩემ დედიკოს
2013, 12 სექტემბერი, 16:28
ძალიან თბილი სტატიაა
2013, 10 სექტემბერი, 23:54
მადლობა)))
2013, 10 სექტემბერი, 23:52
დიდი მადლობა თამუ ::*:*:* შენც სულ კარგად იყავი შენი შვილების საიმედოდ :*
2013, 10 სექტემბერი, 23:50
გენაცვალეეეეეე გმერთმა დიდხანს დიდხანს გიმყოფოს შენი დედიკო კარგად.
2013, 7 სექტემბერი, 21:10
ძალიან დიდი მადლობა
2013, 7 სექტემბერი, 16:25
მეც ულოცავ გული და სულით მეგობარო ღმერთმა სულ ჯამრთელად ამყოფოს შენთან ერთად
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10