x
image
worldsport.ge
ფაბრეგასმა იოზილი შეაქო

imageკატალონიის "ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველის სესკ ფაბრეგასის განცხადებით, "არსენალის" ახალწვეული მესუთ იოზილი "რეალში" რონალდუს შემდეგ საუკეთესო იყო. ესპანელი მიიჩნევს, რომ გერმანელი "მეთოფეების" თამაშის ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
"მადრიდის "რეალის" გადაწყვეტილებით გაკვირვებული ვარ, კლუბს იოზილი არ უნდა გაეყიდა. მესუთი რონალდუს შემდეგ საუკეთესო იყო. მე და გერმანელს მსგავსი სათამაშო სტილი გვაქვს, ის "არსენალისთვის" დიდი შენაძენია" _ აღნიშნა ესპანურ გამოცემა COPE-თან საუბრისას ფაბრეგასმა.
მან საკუთარ მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ბარსელონაში" თავს კარგად გრძნობს.
"კლუბის დატოვებას არ ვაპირებ, მინდა აქ ვითამაშო. ვიცი ბევრ გუნდს სურს ჩემი გადაბირება, მაგრამ კატალონიაში დაბრუნება ჩემი ოცნება იყო".
შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
78
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0