შოუბიზნესი სოფო ნიჟარაძე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იცეკვებს. 2013, 4 სექტემბერი, 16:13 სოფო ნიჟარაძეს სულ მალე ახალ ამპლუაში ვიხილავთ. სოფო იცეკვებს, დიახ ის ცეკვავენ ვარსკვლავების მესამე სეზონის ერთ-ერთი მონაწილეა. ამის შესახე სოფიამ თავის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე განაცხადა. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მივიღებ მონაწილეობას. ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, ვნახოთ რა იქნება, მთავრია, ამ პროექტისგან სიამოვნება მივიღო, მაქსიმალურად ვაჩვენო საკუთარი შესაძლებლობები, სცენაზე, ახალ ამპლუაში კარგად გამოვიყურებოდე და შემდეგ უკვე მაყურებელი და ჟიური გადაწყვეტს. თუ დღემდე სოფო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პროექტ "ნიჭიერის" ჟიურის წევრი იყო, ახლა ტელეკომპანია "იმედის" ეთერით საზოგადოებას კონკურსანტის ამპლუაში მოევლინება. სოფო მზად არის, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მაყურებლის სიმპათია დაიმსახუროს და ჟიურის ყველა შენიშვნა გაითვალისწინოს. სოფომ ჟურნალისტებთანაც ისაუბრა უკვე და განაცხად, რომ მზად არის მაქსიმალურად იმუშაოს, იცის რომ შეიძლება დღეში 24 საათი ვარჯიში მოუწიოს მაგრამ ამისთვისაც მზად არის. "ნიჭიერი" ჩემი ყველაზე საყვარელი პროექტია. იქ ბევრი რამ მივიღე და მგონი, მას მეც შევძინე რაღაც. ვცდილობდი, ბუნებრივი ვყოფილიყავი, ისეთი, როგორიც ვარ. თუ მანამდე ჩემი შემოქმედებით მიცნობდნენ, "ნიჭიერით" ხალხმა უფრო ადამიანური კუთხით გამიცნო, როგორც რიგითი მოქალაქე და ჩვეულებრივი ადამიანი. ამიტომ ეს პროექტი შვილივით მიყვარს. მასში ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ვმონაწილეობდი, ახლა კი ასეთ საინტერესო სიახლეში ჩავერთე და ვნახოთ. 260 3-ს მოსწონს 1-ს არა
|