x
image
ნანა სვანაძე
Mediator image
უიღბლო სიყვარული
imageხშირად, პოპულარობა და ფული, არ იძლევა ბედნიერების გარანტიას. ამის ბევრი მაგალითია ჩვენს ირგვლივ, რადგან ბევრი ცნობილი მსახიობი და მომღერალი ქალი, წარმატებული კარიერით, გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში, თავს ბედნიერად სულაც არ თვლიან, რადგან ყველასთვის, როგორც აღმოჩნდა, ბედნიერების მთავარი წყარო შემდგარი პირადი ცხოვრებაა.ამ სტატიაში გამოვარჩევ იმ ხუთ ვარსკვლავურ ქალბატონს, რომელთა მრავალრიცხოვანი რომანი კრახით დასრულდა.

image

პირველი ქალბატონი კამერონ დიასია. 40წლის ლამაზმანი დაიღალა სასურველი პარტნიორის ძიებით და უკვე მეგობრები ჩაერთვნენ ამ საქმეში და მისთვის მამაკაცს ეძებენ.კამერონ დიასს ურთიერთობა ჰქონდა :Jared Leto, Justin Timberlake, Alex Rodriguez–თან, თუმცა გრძნობა რომელიც მათთან აკავშირებდა საკმარისი არ აღმოჩნდა მისულიყო საკურთხეველთან და ერთგულების ფიცი დაედო. ასე რომ პარტნიორის ძებნა გრძელდება.

image



ბრიტნი სპირსის წარუმატებელი პირადი ცხოვრება, ცუდად აისახა, როგორც მის კარიერაზე, ასევე მის ჯანმრთელობაზე. სწორედ მასიურმა კრახმა პარტნიორებთან, გამოიწვია მისი ღრმა დეპრესია, რის გამოც მას ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. მის ცხოვრებაში ჯერ ჯასტინ ტიმბერლეიქი გამოჩნდა, რომელთან ურთიერთობაც არ შედგა, შემდეგ იყო წარუმატებელი ურთიერთობა კევინ ფედერლინთან თუმცა შედეგიანი, მომღერალს მისგან შვილი გაუჩნდა. ბრიტნი 31წლისარის და დღეს მას ადვოკატთან აქვს ურთიერთობა თუმცა რაიმე სერიოზულს მომღერალი ჯერ არ გეგმავს.


image


წარმატებული სამსახიობო კარიერა არ გახდა საკმარისი სანდრა ბალოკის პირადი ცხოვრებისთვის. მისი ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჯესი ჯეიმსთან, რომელმაც სანდრას ცხოვრება ძალიან შეცვალა და ასევე მისი მძიმე ხასითიც, კრახით დასრულდა და სხვა პარტნიორის პოვნა გაუჭირდა მსახიობს.


image

ცოტა წარმოუდგენელია ისაუბრო ისეთი ლამაზი ქალის წარუმატებელ სიყვარულზე, როგორიც შარლიზ სტერონია, მაგრამ ეს ფაქტია.მას დღემდე ბოლო რომანი 2010წელს დაასრულა და მას შემდეგ არავის ხვდება.


image

ვუდი ალენის ფავორიტ მსახიობს სკარლეტ იოჰანსონს უამრავი რომანი ჰქონია, თუმცა შედეგიანი არცერი არ გამოდგა.იგი დაქორწინებული იყო რაიან რეინოლდსზე, გაშორების შემდეგ კი ხვდებოდა ჯარედ ლეტოს, ბენისიო დელ ტოროს, შონ პენს. 28წლის სკარლეტს დღეს ფრანგ ჟურნალისტთან აქვს რომანი და ვიმედოვნოთ რომ ეს მაინც მოუტანს მას ქალურ ბედნიერებას.


4
87
11-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
87
  
2013, 12 სექტემბერი, 16:24
შარლიზ სტერონი ულამაზესია ვგიჟდები ამ ქალზე უნაკლოა სამწუხაროა პირადში რომ არ უმართლებს:(
2013, 3 სექტემბერი, 18:21
კიიი გეთანხმები მეგობარო ამიტომ წარმატებებს გისურვებ გაიხარე:)
2013, 3 სექტემბერი, 18:19
ყველაზე აქტუალურია:) მადლობა
2013, 3 სექტემბერი, 18:18
ძალიან კარგი სტატიაა მეგობარო მომეწონა ძალიან სიყვარულის თემას რომ შეეხე:)))
0 1 4