საზოგადოება ოჯახი,რომელიც ტუალეტში ცხოვრობს 2013, 1 სექტემბერი, 8:59 ჩინეთის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქის მაცხოვრებელმა, 33 წლის ცზენ ლიცზიუნმა გადაწყვიტა საცხოვრებლად მამაკაცის ტუალეტში გადასულიყო, იმიტომ, რომ გამომუშავებული თანხის დიდი ნაწილი ბინის იჯარას ხმარდებოდა და თავის შენახვა უჭირდა. 2006 წელს ოჯახის უფროსი გადაბარგდა ტუალეტში საცხოვრებლად, მისი ფართი 20 კვადრატული მეტრია, მან ტუალეტი სწარაფად გადააკეთა საცხოვრებელად, გააკეთა საწოლი, ორ პისუარს შორის ტელევიზორი ჩადგა, ხოლო ტუალეტის კაბინები გარდერობებად გამოიყენა. 2010 წელს იგი დაქორწინდა, შემდეგ წყვილს შეეძინათ ვაჟი, რომელსაც დევი დაარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილი და დეკორი უცნაურია, ცზენი თვლის, რომ "ბინა ვიწროა, მაგრამ მყუდრო, ხოლო ცოლთან ერთად დიდი ხანია შეეგუვნენ სპეციფიკურ სუნს, რომელიც ტუალეტში ტრიალებს." 624 4-ს მოსწონს
|