დიეტოლოგია "როგორ დავიკლოთ წონაში მარტივად და ხარისხიანად". 2013, 31 აგვისტო, 11:37 ![]() წყლის დიეტას უამრავი დადებითი მხარე აქვს, რა თქმა უნდა მხოლოდ სუფთა წყალს, დაივიწყეთ ონკანის წყალი, რადგან მისი სისუფთავის გარანტია არ არსებობს, ამიტომ შეიძინეთ გამფილტრავი მოწყობილობა ან წყალი დაბეჭდილი ბოთლებით. ![]() ყოველი დალევისას წყლის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს წონაზე: გაამრავლეთ ის 40-ზე და მიიღებთ დღეღამურ ნორმას. მაგ: თუ იწონით 80 კგ-ს, თქვენი დღეღამური ნორმა იქნება 3200 მილილიტრი, ანუ 3, 2 ლიტრი წყალი. თუ არ ხართ ამდენი წყლის დალევას მიჩვეული, დაიწყეთ მცირე რაოდენობით და მალევე მიდით აუცილებლად ნორმამდე. მაცივრის წყალი გამორიცხეთ, დიეტის შემთხვევაში უმჯობესია ოთახის ტემპერატურის წყლის დალევა. არ არის მიზანშეწონილი ერთ ჯერზე 1-1, 5 ჩაის ჭიქაზე მეტი წყლის დალევა, თორემ შესაძლოა კუჭი გაგეწელოთ. თუ წყალს საჭმელს შეატანთ, ამით დიეტის უნივერსალურობა დაირღვევა, ვინაიდან შენელდება საჭმლის გადამუშავების პროცესი, რაც ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დალიოთ წყალი, როცა შიმშილს იგრძნობთ, რადგან შესაძლოა სინამდვილეში კი არ გშიოდეთ, არამედ გწყუროდეთ. თუ დალევიდან ნახევარი საათის შემდეგ ისევ იგრძნობთ წყურვილს, შეგიძლიათ რაიმე მიირთვათ. ![]() გისურვებთ წარმატებას. 4684 15-ს მოსწონს
|