ინგლისურის
შესწავლა ამერიკაში - ეს საუკეთესო საშუალება ნებისმიერი ასაკისა და ინგლისურის მცოდნე
ადამიანისთვის: TOEFL-ის მოკლევადიანი მოსამზადებელი კურსიდან დაწყებული, დამთავრებული GMAT-თა და GRE- ით, რომელიც აშშ-ს უმაღლესში ჩასაბარებლად
არის საჭირო.
ინგლისური
აშშ-ს სახელმწიფო ენაა და მისი შესწვლა ძალიან მარტივია, სპეციალური პროგრამების მიხედვით,
ინგლისური სწავლა ნულიდანაც კი შესაძლებელია.
უცხო ენის შემსწავლელ კურსებზე ჩაწერა 10 წლიდან არის შესაძლებელი. პატარებისთვის შექმნილია
ზამთრისა და ზაფხულის ბანაკები, 10-15 კაციან ჯგუფებში ინგლისური ენის ცოდნის მიხედვით
ანაწილებენ. სწავლება მოიცავს აქტიურ ტრენინგებს, კითხვას, მოსმენას, ასევე ითვალისწინებს
გასართობ პროგრამებსაც - ექსკურსიები, სპორტი და სხვა გასართობი ღონისძიებები.
უფროსებისთვის
უფრო განსხვავებული პროგრამაა. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სტანდარტული და ინტენსიური
კურსები, შეუძლიათ სწავლა დიდ და პატარა ჯგუფებში.
ენის
შემსწავლელი საერთაშორისო კურსები სტუდენტებს სთავაზობენ ბიზნეს ინგლისურის კურსებსაც
და სხვადასხვა სერტიფიკატისთვის მოსამზადებელ კურსებს. მათ შეუძლიათ 2- კვირიანი კურსი
გაიარონ აკადემიური სასწავლო წლისთვის მოსამზადებლად.
კურსების
დიდი არჩევანია და შესაძლებელია ნებისმირი სასურველი ქალაქის არჩევა, სტუდენტზეა დამოკიდებული
იქნება ეს ხმაურიანი მეგაპოლისი თუ პატარა ამერიკული ქალაქი.