ქალი და მამაკაცი რას გვეუბნება კოცნა 2012, 14 სექტემბერი, 23:32 ყველა ქალისთვის საყვარელი მამაკაცის კოცნა განსაკუთრებულია. გაერკვეთ თითოეული კოცნის მნიშვნელობაში არც ისე ადვილია, მაგრამ მთავარია ხვდებოდეთ რა გრძნობით გკოცნით. კოცნა ხომ ბევრნაირია: მეგობრული, ბავშვური.. და, რა თქმა უნდა, ყველას რომანტიკული კოცნა აინტერესებს. თუ პარტნიორი კოცნაზე კოცნით გპასუხობთ, ესე იგი მას სიამოვნებს და თქვენდამი იგივე გრძნობა აქვს. თუ კოცნისას ის თანაბრად სუნთქავს და მის შემდეგ სრულიად სხვა თემებზე იწყებს საუბარს, ეს კარგს არაფერს გვეუბნება. ლოყაზე კოცნა ნიშნავს, რომ თქვენ მას სჭირდებით და თქვენთან ყოფნა უნდა. ყელზე კოცნა მიუთითებს, რომ თქვენ მას სექსუალურად იზიდავთ. თუ მამაკაცი ხელზე გკოცნით, ის თქვენდამი მეგობრულად არის განწყობილი და დიდ პატივს გცემთ. თუ ცხვირზე გკოცნით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ძალიან საყვარელი ხართ. არსებობს კოცნის სხვადასხვა სახე: ჩვეულებრივი კოცნა, როდესაც მხოლოდ ტუჩებით გეხებათ. კოცნა, როცა მას თქვენი სახე ხელებში აქვს მოქცეული. კოცნა-პეპელა, როდესაც სახის სხავადსხვა ადგილას გკოცნით და თან ნაზად გეხებათ წამწამებით. ფრანგული კოცნა კოცნა, როდესაც მამაკაცი მძინარე საყვარელ ქალს კოცნის, მანამ სანამ არ გააღვიძებს. ის გკოცნით და თან თვალები აქვს დახუჭული? პასუხი ერთია- მას ნამდვილად უყვარხართ და გრძნობებს არ მალავს. 1242 7-ს მოსწონს
|