ქალი და მამაკაცი ერთგულება სიცოცხლეს ახანგრძლივებს 2012, 20 სექტემბერი, 19:42 იტალიელი მეცნიერები სიცოცხლის ხანგრძლივობის კვლევისას მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანები, რომლებიც ერთი პარტნიორის მიმართ ერთგულებით გამოირჩევიან უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ფლორენციის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დოქტორ ემანუელ ჯანინის მეთაურობით ექსპერიმეტების შედეგად დაადგინეს, რომ მამაკაცები, რომლებიც აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწეოდნენ და ამასთანავე მეორე ნახევრის ერთგულები იყვნენ, ნაკლებად იტანჯებოდნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით და საშუალოდ უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ. გამოკვლევაში 4 000-მა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა და მის შედეგებზე დაყრდნობით ჯანინიმ გააკეთა დასკვნა, რომ აქტიური სქესობრივი ცხოვრების შედეგად მამაკაცის ორგანიზმში მეტი ტესტესტერონი(მამაკაცის ჰორმონი) გამოიყოფა, რაც ამცირებს დეპრესიისკენ მიდრეკილებას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას და ორგანიზმში ნივთიერებათა მიმოცვლას უწყობს ხელს. ერთგულება აძლიერებს სტრესისადმი გამძლეობას და ადამიანს ნერვული აშლილობებისგან იცავს. 262 5-ს მოსწონს
|