საზოგადოება პოკერის ვირტუოზი 10 წლის გოგონა 2013, 24 მაისი, 18:06 10 წლის ალექს ფიშერს გარეგნულად თანატოლებისგან ვერაფრით გამოარჩევთ, რომ არა ერთი თავისებურება - ის პროფესიონალივით თამაშობს პოკერს და გაცილებით ზრდასრულ და გამოცდილ მოთამაშეებს ამარცხებს. პოკერის თამაში მას მამამ 3 წლის ასაკში ასწვლა, რათა ბავშვის მათემატიკური უნარები განევითარებინა. ამ დროისთვის გოგონამ უკვე იცოდა კითხვა, რიცხვები და ბანქოს იერარქია. 5 წლის ალექსი კი შულერულ მაქინაციებსაც კი ასრულებდა. 2009 წელს გოგონამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როგორც პოკერის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშემ. სამწუხაროდ, შტატის კანონების მიხედვით მას 21 წლამდე ლას-ვეგასის კაზინოში თამაშის უფლება არ აქვს. ახლა გოგონა საჩვენებელ თამაშებს მართავს და შემოსულ ფულს ქველმოქმედებას ახმარს. 467 7-ს მოსწონს
|