ქალბატონებო და ბატონებო თქვენს წინაშეა Maserati Gran Turismo MC Stradale. 2+2-სავარძლიანი Gran Turismo-სგან Maserati-მ შედარებით მსუბუქი სუპერმრბოლელი გააკეთა. კუპე MC Stradale-ს გაყიდვა 2011 წლიდან დაიწყო და 500 ცხენის ძალის დახმარებით 300 კმ/სთ-იანი ზღვარის გადალახვაც მოახერხა. იმისათვის, რომ მანქანა უფრო მანევრული იყოს, Maserati-მ ახალ კუპეს წონა დაუკლო. გაუმჯობესებულია აეროდინამიკაც.