დრამატურგია ნუ ტირი... 2013, 27 აგვისტო, 17:17 ერთ გოგოს და ბიჭს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.სამწუხაროდ გოგო უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
ეს ბიჭისთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო, იგი დეპრესიაში ჩავარდა და მთელი დღე და ღამე ტიროდა...მეგობრები რას არ ცდილობდნენ რომ ოდნავ მაინც გაემხიარულებინათ და მისთვის ეს უდიდესი ტკივილი შეემსუბუქებინათ მაგრამ მის ცრემლებს მაინც ვერაფერი აკავებდა.
ერთ ღამეს მას სიზმარი ესიზმრა:
დაინახა სამოთხეში ერთი გოგონა, რომელსაც მისი ასაკის გოგონები ეხვეოდნენ გარს.ყველა მათგანს ფერიას კაბა ეცვა და ხელში ანთებული და მოელვარე სანთლები ეჭირათ...თუმცა ბიჭმა შეამჩნია რომ ამ გოგოს სანთელი ჩამქრალი იყო.ბიჭი მივიდა და ეკითხება:
-''შენი სანთელი რატომ არ ანთია?'' -''როდესაც სანთელს ვანთებ მას ყოველთვის შენი ცრემლები აქრობს, გთხოვ, შეწყვიტე ტირილი...''-უპასუხა მან. P.S.ძალიან ძნელია როდესაც გულით საყვარელ ადამიანს კარგავ მასზე არ იტირო...თითქმის შეუძლებელი...გინდა თუ არ გინდა ჩვენდა უნებურად გვახსენდება ის...მოგონებები არასდროს კვდება, ყოველთვის ჩვენშია..თუმცა...თუ ისინი ესე უფრო უკეთ გრძნობენ თავს იქნებ ვეცადოთ არ ვიტიროთ...და იმ მოგონებებმა, ცრემლები კი არა, სიხარული მოგვიტანოს... 173 3-ს მოსწონს
|