საზოგადოება აზერბაიჯანის "პირველი" ქალბატონი მეჰრიბან ალიევა 49 წლის გახდა. 2013, 27 აგვისტო, 11:10 აზრბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მეუღლე, მეჰრიბან ალიევა, 26 აგვისტოსს 49 წლის გახდა.მეჰრიბანი ცნობილია თავისი სილამაზით და ის ჰოლივუდის ვარსკვლავებზე "ხშირადაც" კი ხვდება სხვადასხვა გამომცემლობის გვერდებზე.მეჰრიბანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ერთგული თანამგზავრია.ის აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა. არის აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი ასევე ISESKO-სა და OICI-ის კეთილი ნების ელჩი.მეჰრიბანი ერთ-ერთ, ყველაზე ელეგანტურ პირველ ქალბატონად ითვლება. ბევრმა არ იცის, რომ ის პროფესიით ექიმია. მან წითელ დიპლომზე დაამთავრა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის, პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივარსიტეტი.მეჰრიბანმა კარგად იცის, რომ ერთ-ერთი მისი მთავარი "იარაღი'' საზოგადოების კეთილგანწყობისა მისი გარეგნობაა. ის საზოგადოებაში ყოველთვის ჩნდება არაჩვეულებრივ ფორმაში, ძალიან გემოვნებით, დახვეწილად ჩაცმული და სახეზე მუდამ აქვს სასიამოვნო ღიმილი.
მეჰრიბანი ძალიან კარგი ოჯახის დედა და ქალბატონია. მას ჰყავს არაჩვეულებრივი შვილები და შვილიშვილები.
როგორც ცნობილი გახდა აზერბაიჯანის პირველი ქალბატონი, პარტიამ რომელშიდაც ის არის გაწევრიანებული პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.აღსანიშნავია ისიც, რომ მეჰრიბანი აზერბაიჯანში ძალიან დიდი პოპულარობითა და კეთილგანწყობით სარგებლობს ის საზოგადოებისათვის "მისაღები" კანდიდატია. წარმატებები ვუსურვოთ ულამაზეს პირველ ქალბატონს.
1889 14-ს მოსწონს
|