მეშახტეთა ქალაქი -ჭიათურა გარშემორტყმულია ციცაბო კლდეებით, მას კი ჰკვეთავს უამრავი საბაგირო გზის მოძველებული ქსელი, საბჭოთა ეპოქის დროინდელი, რომლითაც ხალხი დღესაც სარგებლობს.როდესაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, მთავრობამ გადაწყვიტა ქალაქიდან მაქსიმალურად გაეზარდათ მარგანეცის მოპოვება.50-იან წლებში დაიწყო მასიური საბაგირო გზების აგება, რომელიც აერთებდა პრაქტიკულად ქალაქის ყველა კუთხეს ერთმანეთთან.ამჟამად მხოლოდ 17 საბაგირო გზა მუშაობს.ფოტოგრაფმა ამოს ჩეპლმა (Amos Chapple//Rex Features)მოინახულა ეს ქართული ქალაქი-სასწაული და უამრავი ფოტო გადაიღო.
ქალაქის ხედი-საბჭოთა ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რომ შეექმნათ "სამოთხე მუშებისთვის", მსოფლიოში წარმოებული მარგანეცის 60% მარტო ჭიათურაზე მოდიოდა. საბაგირო გზის სადგური-ინფრასტრუქტურა ბევრ პატარა ქალაქებში საბჭოთა ეპოქის შემდეგ მოიშალა და აღარც განუახლებიათ. ვაგონის ოპერატორი ალუბალს არჩევს გადარბენებს შორის შესვენებაზე. ლენინის და სტალინის მოზაიკა საბაგირო გზის მთავარ შესასვლელში. ვაგონი მდინარე ყვირილას თავზე გადადის. საბაგირო გზა "მშვიდობა", მუშაობს ავტომუხრუჭების გარეშე. ვაგონი "25":50-იან წლებში და ახლა. ვაგონი სადგურიდან დაიძრა.
სადგურში ისევ "საბჭოთა ეპოქაა"-პროპაგანდისტული პლაკატი.
მაღაროელები "პერეკურს" აკეთებენ.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მრავალი მაღარო დაიხურა, მხოლოდ რამდენიმე წლის წინ განახლდა მუშაობა მაღაროში ნაწილობრივ. ეს საბაგირო 60-იან წლებში აიგო.2008 წელს ამ საბაგიროს ბაგირი გაწყდა, როდესაც მასში 12 მგზავრი იმყოფებოდა, როგორც საბაგიროს დირექტორმა რამაზ ყიფშიძემ განაცხადა "ღმერთის წყალობით ავტომატური მუხრუჭები ჩაირთო", რამაც მგზავრები სიკვდილისგან იხსნა.12 საათი ეკიდნენ ქალაქის თავზე დაზარალებულები, სანამ თბილისიდან მაშველები არ ჩამოვიდნენ. ოპერატორი საბაგიროს დამუხრუჭებას იწყებს.
ულამაზესი ხედი, ქვემოთ ძველი ქარხანა მოსჩანს. მამაკაცი ელოდება ვაგონს, რომ ხეობა გადაკვეთოს ჭიათურის აღმოსავლეთ მხარეს. ჩაფიქრებული მოხუცი საბაგირო "25"-ზე.ეს იყო პირველი საბაგირო გზა, რომელიც აიგო საბჭოთა კავშირში 1954 წელს და დღემდე მუშაობს.